მართვის მოწმობის ქულათა სისტემაზე მეორე მოსმენით იმსჯელეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. წინასწარი შეთანხმებით, პარკირების დარღვევაზე მძღოლებს ქულები აღარ ჩამოეჭრებათ, თუმცა, ქულათა სისტემა იმუშავებს სხვა არაერთ დარღვევაზე.
ღვედის არ გაკეთება 5 ქულით დაჯარიმდება. სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობა -30 ქულა. ზებრაზე არასწორად გავლა – 10 ქულა. შუქნიშნის დაუმორჩილებლობა – 10 ქულა. ნასვამი პირისთვის მანქანის თხოვება – 30 ქულა. სიჩქარის გადაჭარბება დასაშვებზე 40 კმ/სთ-ით მეტად- 20 ქულა. შუა ქუჩაზე პარკირება – 30 ქულა. ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა, თუმცა მას 3 თვეში შეეძლება 1500-ლარიანი ჯარიმის შედეგად გამოისყიდოს მოწმობა.
ეს ცვლილებები ძალაში 1 ივლისიდან შევა. თითოეულ მძღოლს პირველ ივლისს 100 ქულა მიენიჭება და ამ ქულების ამოწურვის შემთხვევაში მათ მართვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევათ. შესაბამის ინფორმაციას კი მძღოლები SMS-ით მიიღებენ.