https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხალხის წუხილი “რეალური” უნდა იყოს, სტადიონები და წყალსადენები _ არარეალური?!

7:04; 16.04.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები კონკრეტულად განსაზღვრავს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ძირითად მიზნებს, მოცულობას, სტრუქტურას და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურებს, როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მცხოვრებლები ამბობენ, მათ ამის შესახებ არაფერი იციან და არც არავის უცდია, მათთვის განემარტა, თუ რა მიზნები აქვს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. მეტიც, ამ სოფელში არც რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს _ დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის ინსტრუქციას იცნობენ, რომელიც აღნიშნულმა სამინისტრომ ყველა მუნიციპალიტეტს დაუგზავნა. როგორც რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: ინსტრუქციის მიზანია თვითმმართველობამ უზრუნველყოს დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა და ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობას.

რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მომზადებული დასახლების საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის ინსტრუქციის თანახმად, საჭიროებათა გამოვლენა გულისხმობს, დასახლების წინაშე არსებული პრობლემების დასახელებას, სისტემატიზაციას და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზების განსაზღვრას; საჭიროებათა გამოვლენის მიზნით, გამგეობის რწმუნებული უზრუნველყოფს დასახლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მის პერიოდულ განახლებას; ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, გამგეობის რწმუნებული ახდენს დასახლების წინაშე არსებული პრობლემების განსაზღვრას, სისტემატიზაციასა და მათი ურთიერთკავშირის დადგენას; პრობლემათა სისტემატიზაციის შემდეგ, გამგეობის რწმუნებული, პრობლემათა ანალიზის საფუძველზე ახდენს საჭიროებათა გამოვლენას და ადგენს იმ სავარაუდო ღონისძიებათა სიას, რომელთა გახორციელებაა საჭირო პრობლემების გადასაწყვეტად; გამგეობის რწმუნებული ვალდებულია, ყოველი წლის 1 მარტისთვის გამგებელს წარუდგინოს დასახლების წინაშე არსებული პრობლემებისა და ამ პრობლებების გადასაწყვეტად საჭირო სავარაუდო ღონისძიებათა სია; დასახლების სისტემატიზირებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლო ღონისძიებების სია უნდა გამოქვეყნდეს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ნიკოლაიშვილის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტით, ყველა მუნიციპალიტეტი და სოფლის რწმუნებული უნდა ხელმძღვანელობდეს, როგორც აღმოჩნდა, სოფელ სუფსის ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნულ ინსტრუქციას არც კი იცნობს. მეტიც, ნიკოლაიშვილის შეფასებით, საქართველოში “ყველაზე მაგარი გამგებელი” გიორგი გოგუაძე, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მართავს, მის ქვეშევრდომებს რეკომენდაციასაც არ უწევს, რომ მისი მეგობრის, გავლენიანი მინისტრის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტით იხელმძღვანელონ. როგორც აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვიდასტურეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელობს ნიკოლაიშვილის უწყებიდან მიღებული ინსტრუქციით, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით რეგულირდება (მუხლი 127, 128, 129). თუმცა, ამის შესახებ სოფელ სუფსის ადმინისტრაციაში დასაქმებულებმა არაფერი იციან.

სუფსაში ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით ამბობენ, რომ მას არავისთვის უკითხავს, რისი გაკეთება სურთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და რისი _ არა.

“ყანას თუ ვერ დავთესავთ, ყანამდე მისასვლელი გზა რა საჭიროა?! ჩვენი სოფლის რწმუნებული ზვიად ლომაძე ერთ-ერთ გაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენი უბნისთვის, უნაგირასთვის გამოყოფილი თანხებით, საყანე ფართობებში შემავალი გზა გაკეთდება. ჯერ ერთი, აქ გზა არც ისე ცუდ მდგომარეობაშია და მეორე, რაც ჩვენთვის მთავარია, იმის გამო, რომ ფართობები შემოუღობავია, ორი წელია ყანას ვერ ვთესავთ, იქნებ, დაგვეხმაროთ და ყველას მიაწვდინოთ ჩვენი ხმა”, _ გვითხრეს სუფსაში.

“არავის გამოვუკითხივართ რისი გაკეთება გვსურს და რისი _ არა. ჩვენ სხვას ვითხოვთ, ესენი სხვა რამეს აკეთებენ; რითაც ფულის “გათეთრება” შეუძლიათ, იმ პროექტების გახორციელება ურჩევნიათ. არც გასულ წელს ჩაუტარებიათ კრება და ისე დახარჯეს ჩვენი უბნისთვის გამოყოფილი ფინანსები, არც ერთი სამუშაო ჩვენ უბანში არ შესრულებულა. ასე გვითხრეს, წელს არჩევნებია, გვაცალეთ და მერე გაგიკეთებთო. ვაცალეთ, ადამიანები ვიყავით,” _ თქვეს “გურია ნიუსთან” საუბარში უნაგირას უბანში მცხოვრებლებმა.

“რა დროს სხვა პროექტების გახორციელებაა, როცა შიმშილით ვიხოცებით?! არა მგონია სადმე ასეთი გაჭირვება იყოს, როგორიც ჩვენთან. ხელი იმაში მაინც შეგვიწყონ, რომ ჩვენი უბნისთვის გამოყოფილი ფინანსები ჩვენვე მოგვახმარონ _ ყანა შემოვღობოთ და შიმშილით რომ არ დავიხოცოთ, სიმინდი მაინც დავთესოთ. ჩვენ ახლა ფუფუნებისთვის გვცალია, სკვერების და ცენტრის მოსაწესრიგებლად?! მოვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენ ის გზა არ გვჭირდება, თუმცა ნიჰილიზმით ვართ სავსე და არაფერი გვეიმედება,” _ გვითხრა ცისანა გურგენაძემ.

ამის შემდეგ იმ ფართობების სანახავად წავედით, რომელიც დაახლოებით 50 ჰექტარზეა გადაჭიმული და მის შეღობვას აქაურები ასე კატეგორიულად მოითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, სუფსაში მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახს, საყანე ფართობები ამ ტერიტორიაზე აქვს.

“არავის გამოვუკითხივართ, თუმცა ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე აქ მცხოვრებლების ყველაზე დიდი პრობლემა და სატკივარი საყანე ფართობების შემოღობვაა. შეგეკითხათ ვინმემ რა პრობლემის მოგვარებას ითხოვდი? გითხრა ვინმემ რამდენია თანხა გამოყოფილი?”, _ შეეკითხა 42 წლის დიასახლისი ნინო. ტ. თავის მეზობელს, რომლის პასუხიც ისეთივე იყო, როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რესპონდენტისა.

გზადაგზა კი ცდილობდნენ ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებთ. ისიც გვიამბეს, რომ ერთ-ერთ გაზეთში რწმუნებულის კომენტარის წაკითხვის შემდეგ, რამდენიმე ადამიანი მასთან მივიდა და შეეცადა გაერკვია, რატომ გადაწყვიტა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ დაუკითხავად, იმ “პრობლემის” გადაწყვეტა, რომელიც რეალურად არ არსებობს.

“მივედით რწმუნებულთან და ასე გვითხრა: ყანა თქვენ შემოღობეთ, გზას და არხს კი ჩვენ გავაკეთებთო; ჩვენ რომ მაგის სახსრები გვქონდეს, ამდენ ხანს გავაკეთებდით. კიდევ დავუჭერთ მხარს, არ უნდათ?” _ ამბობს ბატონი ჯუმბერი, რომელიც რწმუნებულს უკვე ესაუბრა.

“ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა ყანების შეღობვა და გარე განათების გაკეთებაა”, _ გვითხრა ჩქუნში მცხოვრებმა 50 წლის მამაკაცმა.

როგორც “გურია ნიუსთან” საუბარში სუფსის რწმუნებულმა ზვიად ლომაძემ თქვა, მის სოფელში 1 444 კომლი, 3900 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2011 წელს 78 ათასი ლარი გამოიყო. როგორც ამბობს, მოსახლეობასთან შეხვედრებიც გამართა, რომელსაც გუბერნატორი და გამგებელიც ესწრებოდნენ.

_ ბატონო ზვიად, რამდენი ადამიანი ესწრებოდა შეხვედრას?

_ მაგას ვერ დავაზუსტებ, რადგან უბნების დონეზე გაიმართა შეხვედრები. ერთიანი კრება არ შემდგარა. წამოვიდა ძირითადი პრობლემები და შემდეგ ამ პრობლემებზე მუშაობა. ზოგი გზას ითხოვდა, ზოგი _ წყალს, ზოგი _ საყანე ფართობების შემოღობვას. უკვე გამოყოფილია პრიორიტეტები, მაგრამ ახლაც მიდის ამ კუთხით მუშაობა. იცით, რა არის? შეიძლება უბანზე იყოს თანხა გამოყოფილი, მაგრამ იქ რამდენიმე ბრიგადაა და ყველა თავის პრობლემას აყენებს. რაც მათ აინტერესებთ, იმას გავაკეთებთ.

_ იცნობთ თუ არა რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ ინსტრუქციას?

_ არ ვიცი, რომელ დოკუმენტზეა საუბარი.

_ რომელშიც გაწერილია, როგორ უნდა მოხდეს დასახლების საჭიროებების განსაზღვრა და პრიორიტეტების გამოვლენა.

_ კი, ბატონო. კი.

_ და იხელმძღვანელეთ აღნიშნული დოკუმენტითა და მთავრობის დადგენილებით, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს განსაზღვრავს?

_ გასაგებია.

_ მაშინ მინდა გითხრათ, ჩვენ ვიმყოფებოდით არა ერთ უბანში და გვითხრეს, რომ ისინი არ გამოგიკითხავთ. მათ უმრავლესობას, საერთო პრობლემა _ საყანე ფართობების შემოღობვა აწუხებს.

_ თქვენ ვინც ეს გითხრათ, იყვნენ ჩემთან ამ პრობლემის შესახებ მოსულნი. ჩვენ ვუთხარით, თქვენ დაგვანახეთ (?!) აპირებთ თუ არა ყანების შემოღობვას; თუ ასე იქნება, ჩვენ ვაპირებთ წამოვიდეთ და გავიღოთ თანხა-თქო. მაგრამ ყველას რომ არ სურს ამ პრობლემის მოგვარება?! უნაგირა ტაბანათის ერთი მესამედია, ტაბანათში მცხოვრებნი ითხოვენ წყლის მილების შეკეთებას, რომელიც 25 წლის წინ მათი ფინანსებით გააკეთეს. ზუსტად მაგ ფართობების საკითხზე გვაქვს შეხვედრა ახალსოფელში, ისინიც მაგას ითხოვენ.

_ დიახ, ბატონო ზვიად, ჩვენც როგორც გავარკვიეთ, ყველა თემს ეს პრობლემა აერთიანებს.

_ იცით, რამხელაა ეგ ფართობები? კილომეტრნახევარია გასაკეთებელი.

_ დიახ, მაგრამ თქვენ ახლა არ მითხარით, რომ ამ პრობლემის გადაჭრას ითხოვენ ახალსოფელშიც?

_ თქვენ იცით, ეგ ფართობები საერთოდ? კი, ბატონო, აირჩიონ რაც უნდათ, მაგრამ არ ეყოფათ ეგ თანხა. ტაბანათში სჭირდება წყალგაყვანილობის მოწესრიგებას 7 000 ლარზე მეტი.

_ კარგით, რადგან წყლის თემას შევეხეთ, მინდა გკითხოთ: 2010 წელს, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა თუ არა ჩქუნის წყალმომარაგება?

_ კი, ბატონო.

_ ანუ, თქვენ ამბობთ, რომ მოწესრიგდა? იქნებ დამიკონკრეტოთ, რა სამუშაოები ჩატარდა ამ კუთხით?

_ მე გეტყვით უნაგირას უბანზე.

_ მე ჩქუნზე გეკითხებით.

_ ჩქუნის უბანში? ჩქუნის უბანში წყალი არ არის მოსაწესრიგებელი. წყალი ჩქუნის უბანში არ გაკეთებულა.

_ ანუ არის წყალი ამ უბანში?

_ კი, ბატონო.

_ კარგით, ბატონო ზვიად, ასევე მაინტერესებს, გრიგოლეთში გასულ წელს გაკეთდა თუ არა მინი-მოედანი? და რამდენი ათასი ლარი დაიხარჯა სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ამ კუთხით?

_ დიახ, 10 000 ლარი იყო გამოყოფილი. თქვენ არ იცით, იქ რა მდგომარეობა იყო. მოიზვინა ეს ტერიტორია და შემოიღობა.

_ ანუ ამ სამუშაოების ჩასატარებლად 10000 ლარი დაიხარჯა.

_ დიახ. კი, ბატონო, _ კიდევ ერთხელ დაგვიზუსტა ინფორმაცია სუფსის რწმუნებულმა.

სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ხავთასი ამბობს, რომ როგორც ახალარჩეული მაჟორიტარი, ჩახედული არ არის ყველა საქმეში.

_ ბატონო ნუგზარ, ჩვენთან საუბარში მოსახლეობა ამბობს, რომ არავის გამოუკითხავს, არავის უთქვამს მათთვის თუ რამდენი ლარია სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში გამოყოფილი და რომელი პრობლემის მოგვარება სურთ…

_ გასაგებია. ერთადერთი შემიძლია გითხრათ. მე შემიძლია გაგცეთ დადებითი პასუხები, რაღაც-რაღაცეები ვიცი რომ გაკეთდა და ნამდვილად გაკეთდა. თუმცა, ჩქუნის წყალმომარაგებაზე ვერაფერს გეტყვით.

_ კონკრეტულად გეკითხებით _ თქვენ, როგორც მაჟორიტარი, რა ინფორმაციას ფლობთ, რა გაკეთდა ჩქუნში?

_ მე ვიცი, რომ ამ უბანში გაიყვანეს საწრეტი არხი.

_ დიახ, მოსახლეობამ ამის შესახებაც გვიამბო; მათი თქმით, დღე ნახევარი იმუშავეს და საქმეც სანახევროდ გაკეთდა. რაც შეეხება უნაგირას უბანს, აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ შარშან მათ უბანში პროექტები არ გახორციელებულა. მეტიც, გვითხრეს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ სთხოვა მოეთმინათ, რადგან ფინანსები არ ჰქონდათ. თქვენ როგორც მაჟორიტარი, რამდენად უწევთ მონიტორინგს რწმუნებულის საქმიანობას?

_ მე რაც ვიცი და რაც მახსოვს, ამ სოფელში აგი კეთდება. რაღაცნაირად სანამდე უნდა გავუგოთ ამ ადამიანებს (?!) სანამდე უნდა გავუკეთოთ კვალი და სანამდე უნდა ვუღობოთ?! მთავრობამ მისცა მიწა, ხომ? მე ხალხის მიერ არჩეული ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემს პოზიციას ხალხთანაც ვაფიქსირებ და ისევე გიპასუხებთ თქვენ. დავეხმარებით ჩვენ მათ (?!), რა თქმა უნდა, უარი არ გვითქვია. ჯერ პროექტები არ არის დამუშავებული. ვინ გითხრათ, რომ არ ვიცით, რა კეთდებაო?! რატომ არ იციან, გუბერნატორი და გამგებელი იყვნენ, შეხვდნენ მოსახლეობას. ეს ადამიანები არ იყვნენ? რომ ამბობენ არავის არ უთქვამს ჩვენთვისო.

_ დიახ, გვითხრეს, რომ არავის უთქვამს მათთვის.

_ ყველამ იცოდა, გაფრთხილებულები იყვნენ, ეს არ არის სიმართლე.

_ თქვენ როგორც მაჟორიტარს, მინდა გკითხოთ, ხვდებით თუ არა მოსახლეობას? მაინტერესებს თქვენს მიერ დანახული პრობლემები.

_ ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს. ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. გვაქვს გეგმები დასახული, არის მოსახლეობასთან შეთანხმებული და არა პოზიცია და ოპოზიცია.

_ რას გულისხმობთ პოზიციასა და ოპოზიციაში?

_ თითქოს გარკვეული რაოდენობა მომხრეა, გარკვეული _ წინააღმდეგი.

_ როგორ მიგაჩნიათ, იმ საყანე ფართობებში გზის მოწესრიგება და არხის გაკეთება, რომლის დამუშავებასაც მოსახლეობა ვერ ახერხებს, მნიშვნელოვანია? ფართობში, რომელიც არ ითესება ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო, გზის შეყვანა ან არხის გაკეთება აუცილებელია?

_ მესმის. ეს ნაწილი მეოთხედი არ არის, რასაც მოსახლეობა საუბრობს. ქვევით არის ფართობები, რომელიც მზად არის დასათესად.

_ კონკრეტულ შემთხვევაში, ვგულისხმობთ ტაბანათი-უნაგირა-ჩქუნის მოსახლეობის ფართობებს…

_ დიახ, გვქონდა მათთან საუბარი და რწმუნებულთან ერთად, პირობა აღვუთქვი, რომ თუ მზად ხართ, დათესოთ ეს ფართობები და თქვენ თუ მაგ ღობეს გააკეთებთ და შეღობავთ, არხს და გზას გავუკეთებთ (?!). თუ დაგვანახებენ, რომ მზად არიან ამისთვის, რაც შევპირდი, იმას გავუკეთებთ.

_ კარგით მაშინ ასე გკითხავთ, ის თანხები რაც ამ უბნებისთვის არის გამოყოფილი სოფლის პროგრამის ფარგლებში, რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს?

_ იმ ფართობებში, ერთი-ორ ადგილას გზა შესაკეთებელია, ეს ხალხის მოთხოვნაა და არა ჩვენი გადაწყვეტილება. სასწრაფოდ მოსაგვარებელია ის, რაც ხალხს აწუხებს, მაგრამ რეალური უნდა იყოს ხალხის წუხილი.

_ ბატონო ნუგზარ, უკვე გესაუბრეთ, ხალხს რაც აწუხებს და რასაც ითხოვს.

_ ჯერჯერობით, პროექტი დამუშავების სტადიაშია და ყველა გადასამოწმებელია. 78 ათასი ლარი სრულად რომ დავხარჯოთ, ამ ფართობების შემოღობვას არ ეყოფა, თან სანახევროდ.

_ მაშინ, გამოდის რომ ვერც მოსახლეობა შემოღობავს?

_ მოსახლეობა რატომ ვერ შემოღობავს? ეს მათი საკუთრებაა და გააკეთონ! ესაა უბედურება. მე მაჟორიტარი ვარ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში მოსახლეობამ, რატომ არ უნდა ჩადოს საკუთარი შრომა? უკვე უნდა დაიწყონ საგაზაფხულო სამუშაოები. ცოტა სიზარმაცეც აქვს ჩვენს ხალხს. მე ყველანაირად გვერდში დავუდგები მათ, მაგრამ უკვე უნდა ღობავდნენ და ამასობაში პროექტებიც მოუსწრებთ.

_ დღეს უკვე 2 აპრილია, როგორც თქვენ ამბობთ, დაგვიანდა პროექტების შედგენა და პრიორიტეტების დალაგება.

_ შეთანხმებული არის, როგორ არ არის. სულ ყანებს ვღობავთ და მაინც დაუთესავია. რა აზრი აქვს შემოღობვას თუ ვერ დათესავენ? ერთ რამეს გეტყვით მაშინ, ადამიანები ისეთ რამეს მთხოვენ, გაგიჟდებით. ყველას დახმარება უნდა, მაშინ ყველა სახელმწიფო ფული სოფლებში უნდა წამოვიდეს. ლაპარაკით კარგია, მაგრამ ცოტა რეალობას უნდა შეხედონ, კი, ბატონო, ეს ფული მათია და ბოლოს გამოჩნდება, ხომ, სად დაიხარჯება?!

_ ჩვენ გითხარით ის, რაც ხალხისგან მოვისმინეთ.

_ ჩემი ნათქვამი, ასე დაწერეთ ზუსტად, როგორც გეუბნებით. მაისში დავიწყებთ ჩვენ სამუშაოებს, საპროექტო ჩამოვა და გავივლით ყველა საკითხებს.

_ მაინც ვერ დავაზუსტე, გამოკითხეთ თუ არა ყველა ოჯახი?

_ არა, ინდივიდუალური გამოკითხვა არ ყოფილა. როგორ უნდა კეთდებოდეს ეს, ინდივიდუალურად თუ კრება უნდა ჩაგვეტარებინა? _ აქეთ შეგვეკითხა მაჟორიტარი.

ამ კითხვის პასუხად, მუნიციპალიტეტების, სოფლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციას ვუწევთ გაეცნონ საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 29 დეკემბერს მიღებულ #241, ასევე 2011 წლის 13 იანვარს მიღებულ #20 დადგენილებებს, რომლებიც კონკრეტულად განსაზღვრავენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ძირითად მიზნებს, მოცულობას, სტრუქტურას და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურებს. ამ დოკუმენტების გაცნობა, შესრულება მათი მოვალეობაა და ამაში ჩვენ _ ხალხი მათ საკმაოდ კარგ ხელფასებს ვუხდით!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული ოზურგეთში _ ფოტორეპორტაჟი

"საჭიროა მეტი კავშირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეებთან"

ყველა სიახლე

საზოგადოება

დატბორილი ტროტუარები და საავტომობილო გზები- წვიმის შედეგები ქუთაისში

16:01; 19.09.2026
საზოგადოება

კახეთიდან თბილისში შემომავალ გზაზე საცობია

15:57; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს

15:23; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით

14:45; 19.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი: ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

14:07; 19.09.2026
პოლიტიკა

კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს

13:01; 19.09.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე

12:21; 19.09.2026
პოლიტიკა

კობახიძე: მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

11:26; 19.09.2026
სამართალი

12 კგ „მარიხუანა“ სატვირთოს სამალავში – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

10:55; 19.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:35; 19.09.2026
სამართალი

შსს: თბილისში ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთვის ერთი პირია დაკავებული

10:26; 19.09.2026
საზოგადოება

ქობულეთში კვების ობიექტში ხანძარი გაჩნდა

10:14; 19.09.2026
საზოგადოება

“რადიო ქალაქი” ბერა ივანიშვილის კომპანიამ შეიძინა

9:34; 19.09.2026
საზოგადოება

უფასოა თუ არა ბაღის ინტოქსიკაციით ჰოსპიტალიზებული ბავშვების მკურნალობა

9:28; 19.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22:00; 18.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო