პრეზიდენტის მოსაზრებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე იზიარებს და აღნიშნავს, რომ 30-დღიანი ვადა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ძალიან ცოტაა. ამ სასამართლოს, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობით 30 დღე უმარტივეს სამოქალაქო საქმეებს ეთმობა.
“ვეტო პრეზიდენტის ნებაა, თუმცა, მაგ საკითხზე ჩვენც მიგვაჩნია რომ ერთთვიანი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს შემოსაზღვრა, ძალიან ცოტა და პატარა ვადაა. გამომდინარე იქედან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასეთი მნიშვნელოვანი ამბის გადასაწყვეტად ერთთვიანი ვადა არ არის სწორი. ერთთვიანი ვადა ჩვენს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული აქვს უმარტივეს სამოქალაქო საკითხებს და გამომდინარე აქედან, 30 დღე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არის ძალიან მცირე დრო გადაწყვეტილების გამოსატანად,” _ განაცხადა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.