ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე „საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა“ ორგანიზებით, „მოყვარულთა თასი 2017“-ის გათამაშება გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩოხატაურის „გუბაზი“ და ლანჩხუთის „ოქროს უბანი“ დაუპირისპირდნენ.
საბოლოოდ, გამარჯვება მასპინძლებს ხვდა წილად, „ოქროს უბანმა“ „გუბაზი“ დიდი ანგარიშით _ 10:1 დაამარცხა.
გამარჯვებულებს „მოყვარულთა თასი“ გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით მუჯირმა და მოყვარულთა გათამაშების კურატორმა ლაშა ჭეიშვილმა ერთობლივად გადასცეს.