_ ასე აფასებს მიხეილ მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებს.
მისი განცხადებით საინტერესოა მომავალ წელს როგორ აპირებს მთავრობა სასოფლო- სამეურნეო ბარათების დარიგებას, როცა წელს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დაფინანსებულა და თანხები ამაზე პრემიერის ფონდიდან დაიხარჯა.
“მიმდინარე წლის ბიუჯეტთან გვაქვს კითხვები. რაც შეეხება 2012 წლის ბიუჯეტს, თქვენ მოისმინეთ თვითონ შესრულებაზეც, ჩვენ კომიტეტებშიც დავუჭირეთ 2012 წლის ბიუჯეტს მხარი. ახლა ვსაუბრობთ წლევანდელ წელთან დაკავშირებით, რა არის პრიორიტეტები. გვექნება კითხვები იმ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც არის ქვეყანაში. რატომ არის შემცირებული შემოსავლები, ბრუნვა? შემცირებულია იმპორტიც და ტვირთბრუნვაც. ამ კითხვებს კიდევ დავსვამ.
კამათი გამოიწვია, მაგალითად, ფინანსთა მინისტრის ხედვამ, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ვაუჩერებთან დაკავშირებით. ერთი მხრივ ის ამბობდა, რომ შარშან არ უნდა გაცემულიყო ვაუჩერი ყველასთვის, მაგრამ წელს ხომ სასოფლო-სამეურნეო ბარათი ყველაზე გაიცა?! იგივე სიტუაციაა უფასო წიგნებთან დაკავშირებით _ მინისტრი მარგველაშვილი ამბობს, რომ ყველას უნდა დაურიგდეს. მინისტრი ხადური ამბობს, რომ ის წინააღმდეგია, რომ ვაუჩერი დაურიგდა მდიდარსაც და ღარიბსაც. მდიდარი და ღარიბი _ ეს საქართველოში პირობითი ცნებაა. ასევეა სოფლის მეურნეობის პერსპექტივასთან დაკავშირებით _ წელს ეს პროექტი დააფინანსა ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუმ” და არ დაფინანსებულა ბიუჯეტიდან. მომავალ წელს რას აპირებს მთავრობა, თუ იმის იმედი აქვს, წელს გლეხები ურიკებს და ფოცხებს რომ იყიდიან და მოსავალს მოიყვანენ, აქედან დააფინანსებენ სოფლის მეურნეობას?!” _ განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა ხადურთან შეხვედრის დროს.