ამბობს, რომ ისინი აღნიშნული ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმყოფებოდნენ. საოლქო პროკურორის, შოთა ტყეშელაშვილის განცხადებით, თითქმის დასრულებულია კიდევ ორი საქმის ძიება, რომლის დეტალები საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. საუბარია 26 მაისის აქციის დარბევაზე, რომლის დამკვეთად ვანო მერაბიშვილი მოიაზრება, ხოლო შემსრულებლად მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიცია, და ბოლოს, ყველაზე გახმაურებული საქმე _ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რომელშიც ისევ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა იკვეთება.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ორ ფაქტზე გამოძიება მალე დასრულდება.