https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეკლესიის რეპუტაციის შერყევას ისინი ვერ შეძლებენ”

7:05; 22.05.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

აქციაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება 28 ადამიანმა მიიღო…

17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე “გურია ნიუსი” სიონის ტაძრის დეკანოზ დავით ლასურაშვილს ესაუბრა.

_ მამა დავით, როგორ შეაფასებთ 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, პირადად თქვენ რა დაგანახათ ამ აქციამ?

_ როგორც ცნობილია, 17 მაისს ე. წ. ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ლგბტ ადამიანები აქციის მოწყობას გეგმავდნენ. ეს ცნობა ბუნებრივია, გააღიზიანებდა და შეაშფოთებდა საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რადგან ჩვენს ხალხს გააჩნია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციული, ქრისტიანული და ეროვნული ცნობიერება. ქართველობა და ქრისტიანობა ყოველთვის მჭიდროდ ურთიერთგადაჯაჭვული ცნებები იყო, რამაც ჩვენი ერი ქრისტიანული კულტურის მქონე ერად ჩამოაყალიბა – ქრისტესთვის მოწამე წმინდანთა ურიცხვი დასით და ქრისტიანული მორალით. რასაკვირველია, ასეთი საზოგადოებისათვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდებოდა სექსუალური უმცირესობების მიერ დაანონსებული აქცია, რაც თავისთავად სოდომური ცოდვის პროპაგანდაა (“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ეს აქცია მხოლოდ ამ ჯგუფის მიერ არ იყო დაანონსებული, რედ.) . ამიტომაც გაიმართა მათი საწინააღმდეგო აქცია და ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამ აქციით ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საბედნიეროდ, ჩვენი ერი საკმაოდ მგრძნობიარეა საკუთარი ეროვნული და რელიგიური ცნობიერებისა თუ ცხოვრების წესის დაცვის საქმეში, და მას გააჩნია ტრადიციებისა და ღირსების დაცვის რესურსი.

_ მაგრამ აქციაზე ვიხილეთ ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ჯოხებით და ქვებით მისდევდნენ სექსუალური უმცირესობების ავტობუსებს… თქვენი აზრით, რამ მიიყვანა ქართველი საზოგადოება ამ მდგომარეობამდე?

_ ჰომოსექსუალიზმის კუთხით, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, მკვეთრად შეინიშნება სულ უფრო და უფრო მზარდი ზეწოლა ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანაზე. ზეწოლაში ვგულისხმობ იმ დაუფარავ აგრესიას, რაც მომდინარეობს, როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან. მათი ქმედება მიზნად ისახავს, რომ ჩვენი საზოგადოება მიმღები და ტოლერანტული გახდეს, როგორც ამ ცოდვის მიმართ, ასევე შესაბამისი ლგბტ ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ეს უცხო სახელმწიფოები უხვად აფინანსებენ. უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ამ პროცესში ჩართულია, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები – განსაკუთრებით აშშ-სა, ასევე ჩვენში გამრავლებული არასამთავრობო ორგანიზაციები. საქართველოში გასულ წლებშიც ცხოვრობდნენ სექსუალური უმცირესობები, მაგრამ საზოგადოება მათ წინააღმდეგ არ აღმდგარა და მათ პირად ცხოვრებაში არ ჩარეულა. ბოლო წლებში კი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შექმნილი და საქართველოს ფარგლებს გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები, უტიფრად ძალადობენ იმ საზოგადოებაზე, რომელიც მათ პროპაგანდას არა თუ არ მიიღებს, არამედ, მკვეთრად დაუპირისპირდება, და ეს მათ წინასწარ იციან. თანაც, წინა დღეს რომ მეომარ ბიჭებს გლოვობ და რამდენიმე საათის შემდეგ იმავე ადგილზე სექსუალური უმცირესობების აქციას განიზრახავენ, ეს ადვილი მოსათმენი არ არის… აქციაზე მყოფი იმ ათი ათასობით ადამიანიდან, ყველა მათგანი ეკლესიის მრევლი არ ყოფილა და შესაბამისად ვერ დაემორჩილებოდა სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევას. ამიტომ ყველა მათგანის გაკონტროლება შეუძლებელი იყო… როგორც ამბობენ, ზოგიერთი სასულიერო პირი ამ აქციის მსვლელობის დროს, სასულიერო პირისათვის შესაფერისად ვერ იქცეოდა. თუ ეს ნამდვილად ასე იყო, რა თქმა უნდა, მიუღებელია ეკლესიის სწავლებისათვისაც და ეკლესიური ცხოვრების წესისათვისაც. ეკლესია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის, არის შემრიგებელი, დამამშვიდებელი ფაქტორი, თუმც კი, ამავდროულად, ეკლესია ყოველთვის სიმართლის მხარესაა. იქ დგას, სადაც სიმართლე და ზნეობრიობაა, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის თუ შეიძლება ასე ითქვას, სამოქმედო არსენალში, არასოდეს ყოფილა ინკვიზიციის მსგავსი მოვლენები. ამას ეკლესია ყოველთვის ემიჯნებოდა და გაემიჯნება.

_ 17 მაისის აქციაზე ეკლესიის ფუნქცია რა იყო?

_ ეკლესიის ფუნქცია იყო აქციის მონაწილეების დამშვიდება, ამავდროულად კი ღვთისა და საზოგადოების წინაშე ზნეობის დაცვა. როდესაც ქრისტიანულ საზოგადოებას საფრთხე ემუქრება, ეკლესია ვალდებულია, რომ ხმა აიმაღლოს და აუცილებლად უნდა თქვას სიმართლე. იმას, რაც ღვთის წინაშე სისაძაგლეა, ეკლესია მდუმარედ ვერ შეხვდება.

_ იმ ინციდენტის შედეგად, რომელსაც თავისუფლების მოედანზე ადგილი ჰქონდა, სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებებში 28 ადამიანი გადაიყვანეს… როგორ ფიქრობთ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს?

_ ძალიან სამწუხაროა, რომ აქციის მონაწილეთაგან რამდენიმე ადამიანს სხვადასხვა მიზეზით აღენიშნათ დაზიანებები. ისიც საგულისხმოა, რომ დაშავებულთაგან არც ერთია ლგბტ საზოგადოების წევრი… რაც შეეხება პასუხისმგებლობას. ლგბტ ადამიანებმა _ “იდენტობას” წევრებმა კარგად იცოდნენ საზოგადოების განწყობა მათი და მათ მიერ დაგეგმილი აქციის მიმართ. მითუმეტეს, რომ სოციალურ ქსელებში გახსნილად საუბრობდნენ “იდენტობას” აქციის დაუშვებლობაზე. მათ კი, ეს ყურად არ იღეს და პროვოკაციული სიჯიუტით განიზრახეს, თავისი გაეტანათ. ამიტომ, ლგბტ აქციის ორგანიზატორებმა ამაზე პასუხი უნდა აგონ. პასუხისმგებლობას ვერა და ვერ გაექცევა ხელისუფლებაც. პრემიერ-მინისტრს თავისუფლად შეეძლო ამ დაძაბულობის მოხსნა, მაგრამ რატომღაც, ეს არ გაკეთდა. აქვე უნდა აღინიშნოს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და ჩვენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებაც, რომელთა განცხადებებმა ფაქტიურად მოამზადეს 17 მაისი… ამ აქციის დროს თუ კი ვინმე დადებით კონტექსტში წარმოჩინდა, უპირველესად ესენი იყვნენ იქ მყოფი სასულიერო პირები – ეკლესიის მსახურები და მეორე – პოლიციელები. მათაც დამამშვიდებელი და ურთიერთ გამმიჯნავი როლი შეასრულეს. პოლიციელებს სიტუაცია არ დაუძაბავთ. ამის გამო, დღეს, როგორც სასულიერო პირები, ისე საზოგადოება, სამადლობელ სიტყვებს არ იშურებს პოლიციის მიმართ. დღევანდელი პოლიცია, თუნდაც ნახევარი წლის წინანდელი პოლიციისაგან, ანტიპოდურად განსხვავდება.

_ ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოში ეკლესიას ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ის, რაც 17 მაისს მოხდა, ეკლესიის რეპუტაციას შეარყევს?

_ ეკლესიას მაღალი ავტორიტეტი აქვს იმის გამო, რომ ყოველთვის ქადაგებდა და ქადაგებს ჭეშმარიტებას. ეკლესია გახლავთ სწორედ ერთადერთი გარემო, რომელიც იცავს და ინახავს, როგორც რელიგიურ, ასევე, ეროვნულ ტრადიციებსა და ფასეულობებს. ამიტომაც უყვართ და ენდობიან ეკლესიას მისი შვილები, საქართველოს მოქალაქეები. ნებისმნიერი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საქართველოს ეკლესიასა და მის მამამთავარს – პატრიარქს, ყველაზე მაღალი და უცვლელი ნდობა და რეიტინგი აქვს. სწორედ ეს 90%-იანი ნდობის მქონე ინსტიტუტი (როგორც უწოდებენ ხოლმე ეკლესიას), აფიქრებთ და აშინებთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ლიბერალიზმისათვის თავდადებულ ჩვენს არასამთავრობოებს და მათ უცხოელ დამკვეთებს. აბა, შეხედეთ, როგორ ბაქოელი კომისრებივით ერთ რიგში ჩაწყობილნი და ხმაშეწყობილნი აფიქსირებენ 17 მაისთან დაკავშირებით თავის პოზიციებს ეკლესიისა და მისი სამღვდელოების წინააღმდეგ. ხელებს იფშვნეტენ სიხარულით. ალბათ, ფიქრობენ, ძლივს მოვიდა იმის დრო, რომ ხერხემალში გადაამტვრიონ ეკლესია, მოახდინონ სასულიერო პირების დისკრედიტაცია და დაამსხვრიონ ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი პატრიარქის ეს 90 პროცენტიანი რეიტინგი. ანუ, ეგებ, ახლა მაინც მოახერხონ თავისი უცხოელი ინსტრუქტორების იმ დაკვეთის გახორციელება, რომელსაც სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია-ჩერგოლეიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი და სხვაბი წლების განმავლობაში ასე უშედეგოდ ცდილობდნენ. ამ დღეებში, ბევრი ადამიანის ლუსტრაცია ვიხილეთ. იქიდან გამომდინარე, პარლამენტის უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით რა განცხადებებსაც აკეთებენ, საზოგადოებაში უკვე ისმის ლეგიტიმური კითხვები: რით განსხვავდებიან რესპუბლიკელები ნაციონალებისგან, და თუნდაც რით განსხვავდება “მაესტრო” “რუსთავი 2″-საგან? ერთი კი დანამდვილებით იცოდეთ, ამ მეთოდებით ეკლესიის რეპუტაციის შერყევას ისინი ვერ შესძლებენ.

_ ექსპერტები საუბრობენ, რომ 17 მაისს განვითარებული მოვლენები საქართველოს ბევრ პრობლემას შეუქმნის ნატოსთან და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში…

_ მუდმივად გვიკიჟინებენ, რომ ლგბტ ორგანიზაციების აქციების ხელისშეშლა, დაგვაბრკოლებს ევროსტრუქტურებთან, ნატოსთან ურთიერთობაში და ა.შ. უზნეობის ფონზე არც ერთ ორგანიზაციასთან ურთიერთობის მოსურნე არ უნდა იყოს სინდისიერი და ქრისტიანი ადამიანი. აქვე შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენი მეზობელი, უდიდესი ქვეყანა – თურქეთი, ნატოს წევრი გახლავთ და ევრო სტრუქტურებთანაც საქართველოზე ნაკლები ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ იქ, არ ხდება და ვერც მოხდება ლგბტ ადამიანების ღიად გამოსვლა და მათი აღლუმების გამართვა. თურქეთი ვახსენე, თუმცა ასეთი სხვა ბევრი ქვეყნის მაგალითის მოტანა შეიძლება.

_ ადამიანები, რომლებიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის გამართვას აპროტესტებდნენ, აცხადებდნენ, რომ ისინი ქუჩაში ეკლესიური სწავლების და ღირსების დასაცავად გამოვიდნენ…

_ საეკლესიო სწავლებას დაცვა ნამდვილად სჭირდება. მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ისტორია ამის თვალხილული მაგალითია. უამრავი წმინდა მამა თავის ქადაგებებში, ნაშრომებში, მრევლს, სასულიერო პირებს, იმ სიწმინდის დაცვისაკენ მოუწოდებს, რომელსაც ეკლესიის სწავლება ჰქვია. სარწმუნოების დაცვის შესახებ არაერთ ადგილზე არის მითითება წმინდა წერილში. უფალი გვეუბნება ისუ ზირაქის პირით: “სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტებისათვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენ წილ”. ანუ, მორწმუნე ადამიანები ვალდებულნი არიან, რომ იყვნენ იმ მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც მათ უფალი გამოარჩევს, როგორც ადამიანებს, რომელთა ხელითაც და რომელთა საშუალებითაც უნდა იყოს დაცული მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდე და სწავლება. მიუხედავად იმისა, საერო თუ სასულიერო პირებისაგან მოდის ის აზრი, რომ ეკლესიის სწავლებას – ჭეშმარიტებას, დაცვა არ სჭირდება, ეკლესიის სწავლების მიხედვით, ეს, აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ახალი კანონპროექტი დევნილთა შესახებ

სარფში იარაღი იპოვეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

15:53; 8.01.2026
საზოგადოება

“დაკაბებული ტანკერის შემადგენლობაში 6 საქართველოს მოქალაქეა, გარემოებებს ვაზუსტებთ”

15:45; 8.01.2026
პოლიტიკა

პროკურორი: მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა

15:26; 8.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის უსაფრთხოება ევროკავშირის უსაფრთხოებაა

14:48; 8.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

14:27; 8.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:38; 8.01.2026
მსოფლიო

ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

13:17; 8.01.2026
სამართალი

დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ვიდეო ადგილიდან

12:38; 8.01.2026
საზოგადოება

“თუ ვერ დავიტოვეთ 500 მლნ კუბური მეტრი გაზი არსებული ფასით, ტარიფები გაიზრდება”- ენერგეტიკოსი

12:20; 8.01.2026
საზოგადოება

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის სტატისტიკას აქვეყნებს

11:49; 8.01.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:35; 8.01.2026
სამართალი

420 აბი ნარკოტიკული საშუალება ხელბარგში – აეროპორტში 1 პირი დააკავეს

10:49; 8.01.2026
სამართალი

“ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა”- ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:42; 8.01.2026
სამართალი

თანხის გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:39; 8.01.2026
მსოფლიო

ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

10:37; 8.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო