პროკურატურის განმარტებით, სწორედ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, პოლიციის ქვედანაყოფებმა დაიწყეს მომიტინგეების დარბევა, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების საფუძველზე, შემდეგ კი ალყაშემორტყმულ მოქალაქეების მისამართით გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი ადამიანი.
მიტინგის დაშლის გამო კი 15 პოლიციელი მხოლოდ ფორმალურად დაისაჯა, არადა არცერთი მათგანი არ მონაწილეობდა მიტინგის დარბევაში.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა კომპლექსურ ღონისძიებებს ივანე მერაბიშვილის მიერ უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ადამიანისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი დანაშაულებრივი ქმედების ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების მიზნით.
დანაშაულების ჩადენის ადგილის, სიმძიმისა და საქმეების სირთულის მიხედვით, გამოძიების წარმართვაში ჩართული იყვნენ როგორც პროკურატურის ტერიტორიული ორგანოები, ასევე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.