უწყებას ხელს აწერს სამეგრელო ზემო- სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი არკადი კვანჭიანი. როგორც გაირკვა, პროკურატურა თენგიზ გუნავას მოქალაქე გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით იბარებს.
სამეგრელოს გუბერნატორი საოლქო პროკურატურაში 17.00 საათზე უნდა გამოცხადდეს.