სეტყვის მარცვლების ზომამ ხალხი გააოგნა _ როგორც უხუცესები ამბობენ, გურიაში ამ ზომის სეტყვა ჯერ არ ყოფილა.
სეტყვის შედეგად განადგურებულია ბოსტნები, თხილის, ყურძნის და ხეხილის მოსავალი, გადამტვრეულია ხეები. მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თამაზ ჯინჭარაძემ გვითხრა, კომისია ხვალ, ადრიანი დილიდან ყველა ოჯახს შეამოწმებს და, შესაბამისად, ზარალიც ანაზღაურდება. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ახლა სეტყვისგან დაზარალებული სოფლები _ კოხნარი საჭამიასერი, წიფნარი, ნაკადული ქარბორბალამ დააზარალა.