ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის თანახმად, ბრალდებულ ი. ფირცხალავას მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი ვიდეო არ წარმოადგენს ორიგინალს და შეიცავს ოცდახუთზე მეტ რედაქტირებას (ზემოქმედებას). აღნიშნული რედაქტირებები გახორციელდა მიმდინარე რეჟიმში ე. წ. კამერის რედაქტირებით ან/და შეიცვალა მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ჩანაწერს გაუკეთდა ე.წ. სტუდიური რედაქტირება.
დოკუმენტში, რომელიც 2013 წლის 10 მაისით არის დათარიღებული, ნათქვამია, რომ ჩანაწერში ხმა რამდენიმე ადგილას იკარგება. უახლოეს მომავალში პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნის სრულ ტექსტს გამოაქვეყნებს.
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება დასრულებულია, თუმცა, ამერიკიდან ექსპერტიზის საბოლოო შედეგის მიღებამდე პროკურატურა საქმის სასამართლოში გადაგზავნისგან თავს იკავებდა.