_ სამუშაო საათებში ჟურნალისტებს ფოტოების გადაღებას გვიკრძალავენ და ამაზე რეაგირებას არავინ ახდენს.
საქმე იმაშია, რომ ზედამხედველობის სამსახურში მისულებმა, სამუშაო კომპიუტერის მონიტორზე საკმაოდ საინტერესო წარწერას _ “მე მიყვარს ღვინო”, მოვკარით თვალი. ფოტოს გადაღებას ვაპირებდით, როცა სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი, მალხაზ წიქორია ფეხზე წამოვარდა, წარწერა მოგლიჯა და ჩვენს ლანძღვაზე გადავიდა. ლანძღვა ხმამაღალ ყვირილში გადაიზარდა იმ მოტივით, რომ თურმე, ჩვენ გადაღების უფლება არ გვქონია.
ამ სიტუაციას სამსახურის უფროსი, ვლადიმერ სიხარულიძე საკმაოდ მშვიდად უყურებდა და ლამის ხელის დასარტყმელად წამოსულ თანამშრომელს წყნარად ყოფნა ურჩია. თუმცა, წიქორიასთვის უფროსის წყნარად ნათქვამი საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩვენი ლანძღვა-გინებით მეტისმეტად გაერთო.
აღსანიშნავია, რომ ეს ის წიქორიაა, რომელიც ერთი წლის წინ რედაქციაში ლამის შემოვარდა, ახსნა-განმარტება მოგვთხოვა ჩვენ მიერ დაწერილ სტატიებზე, მიზეზით, რომ ის “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა და ამ პარტიაზე და მათ წევრებზე სტატიის დაწერის უფლება, თურმე, მისგან უნდა აგვეღო.
როგორც ჩანს, ტრადიცია გრძელდება _ გამგეობაში ფოტოების გადაღების უფლება წიქორიასგან უნდა ავიღოთ. აბა, სამსახურის უფროსი თანამშრომლის თავხედობაზე ხმას როგორ ამოიღებს _ ეს ხომ კოჰაბიტაციის წესებში არ შედის.
წიქორია მონიტორიდან წარწერას _ “მე მიყვარს ღვინო!”, ხსნის