_ მაჟორიტარი დეპუტატები, ფრაქციის თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საკრებულოს სრული შემადგენლობა ოზურგეთიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ შეკრიბა, რათა მისცეს მითითება, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ ერთადერთი კანდიდატი _ დიმიტრი კვერღელიძე დაასახელონ და ფრაქციებმა სხვა კანდიდატურის წამოყენებაზე არ იფიქრონ. დეპუტატების შეკრებას ორგანიზება, ჩვენი წყაროს თქმით, ავთანდილ მექვაბიშვილმა გაუწია, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური სახე გახლდათ.
ჩვენ შევეცადეთ რამდენიმე დეპუტატისგან გაგვეგო, თუ რამდენად შეეფერება სინამდვილეს შეკრების მიზანი, თუმცა, ყველა მათგანი – ოპოზიციური ფრაქციიდანაც კი საუბრისგან თავს იკავებს და კომენტარს არ აკეთებს.
ისინი საუბრობენ, რომ კოალიციასთან შეთანხმებული ერთადერთი კანდიდატურა დიმიტრი კვერღელიძეა. “გურია ნიუსი“ ამ წუთებში ამოწმებს, რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სინამდვილეს და არის თუ არა კანდიდატურა კოალიციის ყველა წარმომადგენელ სუბიექტთან შეთანხმებული.
ამ წუთებში, შეხვედრაზე ზვიად კვაჭანტირაძის მოსვლას ელოდებიან. ჩვენ ვეცდებით დავესწროთ ამ შეხვედრას და დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.