“სემეკის” თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ჟურნალისტებსა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ენერგო და წყალმომარაგების სისტემაში გახორციელებულ სიახლეებზე ესაუბრა. მან, ასევე, განმარტა კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმებიც.
ჩალაგაშვილის განცხადებით, კომპანიებს გაზიფიცირების საფასური საკმაოდ მაღალი ჰქონდათ. კომისიამ იმსჯელა ამის შესახებ და აბონენტებს ამ თანხის დაფარვის საშუალება 2 წლის განმავლობაში შეეძლებათ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა დასავლეთ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც წყალმომარაგების სისტემაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ წელიწადში ქუთაისის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს 24-სააათიანი წყალმომარაგება ექნება.
შეხვედრა ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომლის წარმომადგენლის თქმით, ამ პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს სემეკის გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას და და კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას.