როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ამ საკითხზე მოლაპარაკებას პაატა ბურჭულაძესთან ჯონდი ბაღათურია აწარმოებს, თუმცა, ოპერის ვარსკვლავს, ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯონდი ბაღათურიას დაუკავშირდა. რომელიც ამ თემაზე, კომენტარს არ აკეთებს. თუმცა მან, ეს ინფორმაცია არც უარყო და არ დაადასტურა. განაცხადა, რომ “დღეს “პოლიტმეტრშია” მიწვეული და ამ საკითხზე საბოლოო პასუხს იქ იტყვის.”