11 ივლისს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროპის დღეს ბათუმში აღნიშნავს მრავალფეროვანი ღონისძიებით, რომელიც თავს უყრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ფართო საზოგადოებას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 30 წელზე მეტს ითვლის.
შემოგვიერთდით დღის განმავლობაში დაგეგმილ მრავალფეროვან აქტივობებზე: გელოდებათ ცოცხალი მუსიკა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერაქციული სტენდები, გასტრონომიული კუთხე, live პოდკასტი, ვირტუალური მოგზაურობა, ვიქტორინები, „ცოდნის ბორბალი“, ფოტოგრაფიის მასტერკლასი, „მწვანე კუთხე“, ნიჭიერი ადგილობრივი მოსწავლეების მუსიკალური შესრულება, საბავშვო თეატრი და მრავალი სხვა. _ ნათქვამია განცხადებაში.



































































