ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის გიგი უგულავას მოადგილეები _ დავით ნინიძე და დავით ალავიძე არიან. თბილისის მერიის პრესსაამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია მერიისა და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი.
მათ შორის გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ლექსო თაბუაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი და მთაწმინდის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე. პრესსამსახურის განმარტებით, მერიის თანამშრომლების დაკავება მათ საცხოვრებელ სახლებთან მოხდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით დაკავებულია საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა ახვლედიანიც.