და ხელფასის სახით, ყოველთვიურად 1200-დან 7 ათას ლარამდე ურიცხავდნენ _ ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მამუკა ვასაძემ “მე-9 არხის” ეთერში განაცხადა.
“გამოძიება თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტზე, მიმდინარე წლის თებერვალში დავიწყეთ; 719 კოორდინატორიდან დაკითხულია 200-ზე მეტი. მათ არც კი იცოდნენ, რომ თბილისის ფონდის თანამშრომლები იყვნენ და ხელფასი ერიცხებოდათ.
ანგარიშების შესწავლით გაირკვა, რომ თბილისის განვითარების ფონდმა ანგარიში გახსნა “ლიბერთი ბანკში”, მაშინ როდესაც ფონდის რეალურ თანამშრომლებს ხელფასები “საქართველოს ბანკში” ერიცხებოდათ. “ლიბერთი ბანკში” გახსნილ ანგარიშზე თბილისის მერიამ ჩარიცხა 60 მილიონი ლარი. ამის შემდეგ, ფონდის ხელმძღვანელის წერილობითი ბრძანების საფუძველზე, 719 მოქალაქეზე გაკეთდა პლასტიკური ბარათები. ესენი იყვნენ ნაც.კოორდინატორები და ფორმალურად დასაქმებულები იყვნენ ფონდში. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს მათი პირადი საქმეები, კადრების სამსახურში არ მოიძებნა არც კონტრაქტები, კადრების სამსახური წარმომადგენელს წარმოდგენა არ აქვს ვინ იყვნენ ეს ადამიანები. როგორც გაირკვა, ეს 719 ადამიანი დასაქმებული იყო დასუფთავების სამსახურშიც.”
მამუკა ვასაძის თქმით, 719 პლასტიკური ბარათი 30-მდე უბნის კოორდინატორს გადაეცა, თითოეულს 20-22 ცალი. სწორედ ამ ადამიანების მიერ, 8 თვის განმავლობაში ბანკომატებიდან გატანილია 13 მილიონი ლარი. ვასაძის თქმით, ამ დროისათვის, საგამოძიებო სამსახურში 500-ზე მეტი ბანკომატის ვიდეო ჩანაწერი იშიფრება.
































































