https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ “შენდებოდა” სასამართლო _ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო

18:07; 3.07.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

… კი შეესაბამებოდა, მაგრამ რეალობა ზუსტად ისე არ იყო, როგორც აქტში ჰქონდათ ასახული ანუ თითქოს 2 მილიონი თუ 3 მილიონი ლარი იყო მითვისებული და ამ დროს ის საქონელი თუ ქონება, რომელზეც ეწერა, სხვადასხვა სასამართლოში იყო გადანაწილებული.  აქ იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ ვიღაცამ სახლში წაიღო, უბრალოდ, ბუღალტერმა არ აღრიცხა სწორად. ეს ადამიანი ზუსტად ამის გამო სახლში გაუშვეს”. _ ამ კომენტარს ლაშა თორდია “გურია ნიუსთან” აკეთებს.

საქმე საერთო სასამართლოების შემოწმების იმ აქტს ეხება, რომელიც კონტროლის პალატას ორი წლის განმავლობაში თაროზე ჰქონდა შემოდებული და მხოლოდ მას შემდეგ გაიხსენეს, რაც მასზე აჟიოტაჟი მედიაში ატყდა. ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე “გურია ნიუსმა” ჩაატარა. ვწერდით ჯერ კიდევ 2011 წლიდან, თუმცა უშედეგოდ და უკომენტარებოდ. პასუხები მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც კონტროლის პალატაში პარლამენტის დროებითი კომისია შევიდა.

რა დარღვევები იყო და სად მიდიოდა რეალურად საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ფული,  იყო თუ არა ყველაფერი ერთი ბუღალტრის დანაშაული და რატომ ინახავდნენ უჯრაში აუდიტის დასრულებულ აქტს? _ ამ კითხვებს პასუხს პროკურატურა გასცემს. მთავარმა პროკურატურამ კონტროლის პალატიდან აუდიტის აქტი უკვე გაითხოვა და გამოძიება დაიწყო. ამ აქტის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ სასამართლოების მშენებლობისთვის განკუთვნილი ხარჯებია

“აუდიტის ანგარიშის გაცნობით ირკვევა, რომ ანგარიშის დამტკიცება ხდება მისი დამთავრებიდან დიდი ხნის შემდეგ! აღნიშნული დასტურდება შემდეგით: აუდიტის ანგარიშის მიხედვით შემოწმების ჩატარების საფუძველია კონტროლის პალატის თავმჯდომარის  2010  წლის 7 ივნისის #61/43, 2010 წლის 12 ივლისის #76/43 და 2010 წლის 16 აგვისტოს #84/43 ბრძანებები. თუ შემოწმება დამთავრდებოდა 2010 წლის აგვისტოში (რაზეც მიუთითებს კიდეც აუდიტის ანგარიშში არსებული ჩანაწერი აუდიტის ვადის თაობაზე, რომელშიც მითითებულია „07/06/2010 – 30/08/2010“), ე.ი. აუდიტის ანგარიშის დამტკიცება ხდება 2 წლის შემდეგ (!!). (მიზეზი გაურკვეველია!).” _ ვკითხულობთ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში.

საქალაქო სასამართლოს ფასადები და ხელმოუწერელი აუდიტის ანგარიში

აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებისას გაწეული ხარჯების რეალობის დადგენის მიზნით, შემოწმების პროცესში დანიშნული იქნა ექსპერტიზა შერჩევითი აზომვების ჩასატარებლად, რაც დაევალათ კონტროლის პალატის ექსპერტიზის სამსახურის მთავარ სპეციალისტებს:  ბაკურ ბატიაშვილს, მამუკა გონაშვილს და ზურაბ ბალიაშვილს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი პირის (როგორც აუდიტორები, ისე ექსპერტები), ხელმოწერა აღნიშნულ აუდიტის ანგარიშზე არ არის! ე.ი. მომხდარია ხელმოუწერელი აუდიტის ანგარიშის დამტკიცება! საინტერესოა, ხსენებულმა ექსპერტებმა რამე ცალკე აქტი ხომ არ შეადგინეს? აუდიტის ანგარიშში მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგებზე არაფერია ნათქვამი. ამასთან, გაურკვეველია თუ რა სახის ანგარიში მტკიცდება – ის რაც აუდიტორებმა თავის დროზე შეადგინეს თუ  განსხვავებული შინაარსის?

პროკურატურას ამ კითხვებზეც მოუხდება პასუხის გაცემა.

“მიუხედავად იმისა, რომ ხელმოუწერელი აუდიტის ანგარიში დამტკიცებულია ორი წლის შემდეგ, მოცემული აუდიტის  ანგარიშის, თუნდაც არსებული  ვარიანტის შინაარსის გაცნობით   შეიძლება იმის თქმა, რომ აღნიშნული შემოწმების (აუდიტის) მასალები  აუცილებლად მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული რიგ დარღვევა–ნაკლოვანებათა ფაქტები” _ ვკითხულობთ საპარლამენტო კომისიის ანგარიშში.

ბალანსი, კაპიტალიზაცია და შესაბამისი ღირებულება _ დეტალები აუდიტის აქტიდან

როგორც აქტის მიხედვით დგინდება, აუდიტის პერიოდში სარეკონსტრუქციო სამუშაოების გათვალისწინებით არ ხორციელდებოდა სასამართლოს შენობების კაპიტალიზაცია და მათ ბალანსზე ასახვა შესაბამისი ღირებულებით, რის შედეგადაც ბალანსზე რიცხული ქონება შემცირებულია 12 623,1 ათასი ლარით. …

2010 წლის 9 აგვისტოს №1373 წერილით დეპარტამენტის მიერ კონტროლის პალატაში წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ინვენტარიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც საწყობში არსებული ნაშთი 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 1,307,729 ლარს, ხოლო საბუღალტრო მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ საბალანსო ანგარიშების მიხედვით. აქედან გამომდინარე, წინა წლებში ბუღალტრულად აღურიცხავი ფასეულობების ასახვა (გასწორება) ბუღალტრულ ჩანაწერებში ფაქტობრივად განხორციელდა აუდიტის მიმდინარეობისას, რის გამოც აღნიშნული ინფორმაცია აუდიტის ჯგუფის მიერ არ იქნა მიღებული მტკიცებულებად.

“კაპიტალში (წმინდა ღირებულება – 30 248,3 ათასი ლარი) არ არის გათვალისწინებული, კაპიტალიზაციას დაქვემდებარებული ზემოაღნიშნული  12 623,1 ათასი ლარი, ასევე სსიპ “იუსტიციის უმაღლესი სკოლის” როგორც წმინდა ღირებულება, ასევე საკუთარი კაპიტალი. ამდენად, ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები წლების მიხედვით არარეალურია და მოითხოვს კორექტირებას…” _ წერდნენ აუდიტორები.

აუდიტის პერიოდში განხორციელებულია 65 სასამართლოს შენობის 21 206,6 ათასი ლარის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაფინანსება (2006 წელს – 5 674,2 ათასი; 2007  წელს – 6 629,6 ათასი; 2008 წელს – 5 099,4 ათასი ლარი.)

დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2005 წლის 19 დეკემბრის №1-1/1225 ბრძანება “აგრარული ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განთავსების შესახებ”.  2005 წლის 22 დეკემბერს გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის ვალდებულებით ჩაბარების თაობაზე. აღნიშნული შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელსაც აწარმოებდა სს “ჰიდროსპეცგვირაბმშენი”, დაწყებული იყო 2006 წელს, თუმცა სამუშაოებისათვის დემონტაჟი ჩატარებულია შესაბამისი ორგანოს ნებართვის გარეშე, მაშინ როცა მოქმედი წესების შესაბამისად ჩამოწერის აქტების დამტკიცებამდე დემონტაჟი შესაბამისი ორგანოს ნებართვის გარეშე არ დაიშვება.

აქტის თანახმად, ვერ იქნა წარმოდგენილი ბალანსზე რიცხული სხვა შენობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ნებართვები, გარდა ხარაგაულის და ხულოს სასამართლოს შენობებისა.

“ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის განთავსების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2005 წლის 22 დეკემბერს, დემონტაჟი და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარებულია 2006 წელს, ხოლო შენობა ბალანსზე აყვანილია 2007 წლის იანვარს 235,4 ათასი ლარის ნარჩენი საბალანსო ღირებულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ 2006 და 2007 წლებში გაწეულია 7211,2 ათასი ლარის სარეკონსტრუქციუო სამუშაოები, რომელიც გატარებულია მიმდინარე ხარჯებში (№200 ანგ-ზე) და 2007 წლის ბალანსში არ არის ასახული როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა (ან დასრულებული სამუშაოების მიხედვით შენობის კაპიტალიზაცია). 2009 წლის 31  დეკემბრისათვის კი აღიარებულია მხოლოდ 943,2 ათასი ლარის ღირებულება, როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა.

აღნიშნულ შენობაზე 2006 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ფორმა №2-ის მიხედვით შეადგენს – 2 023,8 ათას ლარს, 2007 წელს – 5 187,4 ათას ლარს, ხოლო 2008 წელს – 824,9 ათას ლარს. სულ აუდიტის პერიოდში შესრულებულია 8 036,1 ათასი ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. საექსპერტო დასკვნები წარმოდგენილია 3 008,8 ათას ლარზე, ხოლო 5 027,3 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე ექსპერტიზა აუდიტის მიმდინარეობისას არ იყო დასრულებული. თუმცა შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული. შესაბამისად, მომწოდებლისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დადგენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნებისათვის ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმი.”

სად გაქრა პირველადი და აუცილებელი დოკუმენტაცია

სად გაქრა ეს ინფორმაცია, ამასაც სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ, მაგრამ აქტის თანახმად, დეპარტამენტმა ვერ წარმოადგინა პირველადი და აუცილებელი დოკუმენტაცია აღნიშნული სასამართლოს შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე (დეფექტური აქტები, პირველადი აზომვითი ნახაზები, დამტკიცებული და შეთანხმებული პროექტი, მშენებლობის ნებართვა, 2006 წლის №59-ე შესყიდვების ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვა 3029,5 ათას ლარზე).

აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში სხვადასხვა მიმწოდებლების ხარჯთაღრიცხვებსა და წარმოდგენილ ფორმა №2-ებში დამატებით ჩართული იყო სოციალური გადასახადი (2008 წელს), მაშინ როდესაც სოციალური გადასახადი 2008 წლის 1 იანვრიდან გაუქმებული იყო. აღნიშნულის გამო დეპარტამენტის მიერ ზედმეტად იქნა ანაზღაურებული 19 690 ლარი (შპს “ტექნოტერმი” – 4 652,79 ლარი, შპს “კოლიზიუმი”  – 15037,13 ლარი) …

სს “ჰიდროსპეცგვირაბმშენის” მიერ წარმოდგენილია შესრულებული სარემონტო სამუშაოების შესახებ ფორმა №2, თანხით 4 837,6 ათასი ლარი, სადაც ნაჩვენებია გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება თანხით 123,2 ათასი ლარი, რომელიც გაშიფრული არ არის (გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულებები წარმოდგენილია შერჩევითი აზომვების ჩატარებისას). სს „ჰიდროსპეცგვირაბმშენისთვის“ თანხები ანაზღაურებულია სრულად.

“2009 წლის 13 აგვისტოს, შპს “მთაწმინდა-2007”-თან (ტენდერის საშუალებით) გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №538, თანხით 317 242 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხულოს რაიონული სასამართლოს შენობის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2009 წლის 15 დეკემბერი.

წარმოდგენილი შესრულებული სარემონტო სამუშაოების შესახებ 2009 წლის 3 დეკემბრის ფორმა №2-ით, ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების ნაცვლად შესრულებულია იგივე თანხის (3175  ლარი) სხვა სახის სამუშაოები. თუმცა, ურთიერთშეთანხმება №759 შედგენილია დაგვიანებით 2009 წლის 25 დეკემბერს (სამუშაოების დასრულების შემდეგ) …”

2009 წლის 27 თებერვლის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სასამართლო შენობებში სამეურნეო მომსახურების შესყიდვაზე (I და V ლოტში) გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა შპს „სუფთა სამყარო“. შპს „სუფთა სამყაროსთან“ 2009 წლის 27 თებერვალს დადებული ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 231 110 ლარი, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის 3% საბანკო გარანტია წარმოდგენილია 6 000 ლარზე, ნაცვლად 6 933 ლარისა, თუმცა სატენდერო კომისიის უფლება ჰქონდა მოეხდინა ტენდერში გამარჯვებულის დისკვალიფიკაცია.“

გია ტუხაშვილი: “ დამიბარეს და მითხრეს, განცხადება უნდა დაწერო და წახვიდეო... ასე შემომითვალა ბეჟაშვილმა..

საერთო სასამართლოების დეპარტამენტის აუდიტის მასალები, 2013 წლის მარტში, ანუ კომისიის მუშაობის პერიოდში, გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას, ოღონდ არა კონტროლის პალატის ინიციატივით, არამედ  პროკურატურის მოთხოვნით.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ლ.თორდიას სახელზე გამოგზავნილი საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 4 მარტის №13/25088 წერილით (განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის გ.მოსაშვილის ხელმოწერით), საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვებოდა აღნიშნული აუდიტის ანგარიშის გადაგზავნა, რომლის პასუხადაც აუდიტის სამსახურის 2013 წლის 11 მარტის №41/26 წერილით (ადმინისტრაციის უფროსის ა.ალავიძის ხელმოწერით) გადაგზავნილ იქნა მითითებული აუდიტის ანგარიშის ასლი…

გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია “გურია ნიუსთან” აღნიშნულ აქტს “სკანდალურად” მოიხსენიებს და აცხადებს: “ეს აქტი მართლაც იქ იდო, ამოვიღე და დავინტერესდი, რა ხდებოდა ამ აქტში ისეთი, ასეთი აჟიოტაჟი რომ გამოიწვია. ამის შემდეგ გავეცი დავალება, რომ დაუყოვნებლივ, მალე დაესრულებინათ ეს პროცედურა და ვეძებდი ხალხს, ვინც უშუალოდ ამ აქტის შემსრულებლები იყვნენ. ნამდვილად დასასრულებელი იყო. ხელმოწერა არც აქვს ყველა აუდიტორს გაკეთებული… “

აუდიტორები, რომლებზეც ლაშა თორდია საუბრობს, სწორედ ამ აქტზე მუშაობის პროცესში, სხვადასხვა მიზეზით გამოუშვეს კონტროლის პალატიდან, მათ შორის იყო აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი  გია ტუხაშვილი, რომელიც ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

“შემოწმებისას, ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ, მაგრამ ძირითადი ის იყო, რომ დაახლოებით 3 მილიონის დოკუმენტები გაქრა, დაფიქსირდა დანაკლისი. საწყობში ჰყავდათ ადამიანი, რომელიც სასაქონლო ზედნადებს წერდა ერთ ეგზემპლარად. საქონლის შეძენა ფიქსირდებოდა, მაგრამ გაცემა – აღარ. რომელ სასამართლოში რა ინვენტარი დადეს, არსად ფიქსირდებოდა, არც ინვენტარიზაცია ჩაუტარებიათ.

ამ სამი მილიონის ჩამოწერა მოინდომეს ერთ დღეს; მერე რა ქნეს, ეს აღარ ვიცი, გამომიშვეს სამსახურიდან. მე არ დამისრულებია ამ აუდიტზე მუშაობა. ერთ მშვენიერ დღეს, დამიბარეს და მითხრეს, განცხადება უნდა დაწერო და წახვიდეო. ასე შემომითვალა ბეჟაშვილმა თავისი მოადგილის, თარხნიშვილის პირით…”

პროკურატურა, გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობენ, რომ ამ საქმის ირგვლივ რამდენიმე ადამიანი უკვე დაიკითხა…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი გადააყენა

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

ყველა სიახლე

სამართალი

“ნაცნობს საფულე მოპარა და საბანკო ბარათებით პროდუქტები იყიდა”

21:09; 23.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20:55; 23.01.2026
საზოგადოება

დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

20:12; 23.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება – რა უნდა იცოდე YouTube რეალითი შოუს შესახებ?

18:51; 23.01.2026
სამართალი

არასრულწლოვანის მიმართ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინეს

18:38; 23.01.2026
საზოგადოება

„სურები 2 ჰესის“ გზშ-ს განხილვა მოსახლეობის ერთი ნაწილი, პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

18:26; 23.01.2026
სამართალი

პროკურატურამ 88 პირს ბრალი წარუდგინა- ამოღებულია დიდი ოდენობით ჰეროინი, კოკაინი და მეთადონი

17:31; 23.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო შაბათ-კვირას

17:18; 23.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:58; 23.01.2026
საზოგადოება

უკანონოდ მოპოვებული ჯამში 700 კგ თევზი – ბრაკონიერობის შემთხვევები საქართველოში

15:46; 23.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე

15:20; 23.01.2026
საზოგადოება

“თუ უკვე შეძენილი გაქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოთ”- სეს-მა Picot -ის იმპორტიორი დააჯარიმა

15:17; 23.01.2026
ფინანსები

სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი – საქართველოს ბანკი

15:11; 23.01.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: სტრასბურგმა საჭიროდ არ ჩათვალა აღნიშნული საჩივრების არც დაჩქარებული წესით განხილვა და არც არჩევნების შედეგების შეჩერება

15:04; 23.01.2026
პოლიტიკა

86%-იანი ფასნამატი და ევროპაზე ორჯერ ძვირი პროდუქტები საქართველოში – კობახიძე ბიზნესს ფასების შემცირებას სთხოვს

14:36; 23.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო