მინისტრის თქმით, საქართველოში, აბსოლუტური უმრავლესობა სიკვდილიანობისა მოდის ინსულტებსა და ინფარქტებზე, მესამე ადგილზეა ღვიძლის ცეროზი და მეოთხეზე _ ონკოლოგია. სიკვდილიანობის თვალსაზრისით, გულსისძარღვთა დაავადებებს საქართველოში უჭირავს 60%.
როგორც ჩანს, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ერთ-ერთი საფუძველი გახდა იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მუშაობა დაიწყო კიდევ ერთ ახალ პროექტზე. მინისტრი აანონსებს, რომ ძალიან მალე, სახელმწიფო მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს მედიკამენტებით უზრუნველყოფს:
დავით სერგეენკო: “ჯანდაცვითი ბიზნესი განსაკუთრებულია გასაგები მიზეზების გამო. სახელმწიფოს აქვს პრიორიტეტი, რომ ისევე როგორც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები დიაბეტზე, სახელმწიფო განახორციელებს კიდევ ერთ პროექტს, მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებზე და ძალიან დიდი ალბათობით, სახელმწიფო პროგრამით ასეთი პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოხდება. ეს იქნება სახელმწიფოს შეკვეთა და ამ შეკვეთის ფარგლებში, ჩვენ უფლებამოსილები ვიქნებით, დავაწესოთ ჩვენი მოთხოვნები.
მოსალოდნელ რისკებზე, რაც მედიკამენტების შესაძლო გაძვირებას უკავშირდება, ჩვენ წინამოსამზადებელი პერიოდი დავასრულეთ და ალბათ ზაფხულის მეორე ნახევრიდან ამ პროექტის განხორციელება დიწყება.