ამ აქციით ორგანიზაცია “ფეისბუქით” ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და სააპელაციო სასამართლოს თხოვნით მიმართავს, გააუქმოს გუნავას მიმართ გამოტანილი განაჩენი.
“ჩვენი შეშფოთებას გამოვთქვამთ თენგიზ გუნავას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, სასამართლომ აჩვენა, რომ ის არ არის დამოუკიდებელი და რომ მისი მიზანი არა მართლმსაჯულების აღსრულება, არამედ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაა, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია. ჩვენ მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს თხოვნით გადახედოს თენგიზ გუნავას მიმართ გამოტანილი, ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებული განაჩენი, გააუქმოს ის და გამოიტანოს ობიექტური გადაწყვეტილება, ვინაიდან თენგიზ გუნავას საქმეში არ არსებობს არანაირი ასპექტი, რაზე დაყრდნობითაც სასამართლოს შეეძლო მსგავსი უკანონო განაჩენის გამოტანა. სირცხვილია, როდესაც ქვეყანაში სასამართლო იქცევა პოლიტიკური დევნის იარაღად, სირცხვილია, როდესაც სასამართლო ექცევა პოლიტიკური წნეხის ქვეშ და პირდაპირ ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიჩენს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას და შეცვლის ამ უკანონო განაჩენს!” _ ნათქვამია მოძრაობა “პატრიოტების” განცხადებაში.