რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ, ედიშერ თოლორაიასთან ერთად ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის კვართის გადმოსვენებას დაესწრო.
კვართის მოლოცვის შემდეგ დავით ნარმანია სამუშაო პროცესს დაუბრუნდა და ზუგდიდში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. შემდეგ, გამგებელთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა. ბოლოს კი რამდენიმე დღის წინ სტიქიისგან დაზარალებული ანაკლია მოინახულა.
დავით ნარმანია ზუგდიდში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამგზავრებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.