_ გაგვიცხადა დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ეკა გულუამ.
თბილისის, სამგორის რაიონის, ნორიოს დასახლების წინუბანში არსებულ ყოფილ საყოფაცხოვრებო სახლში შესახლებული დევნილები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. დასახლებას ორ წელზე მეტია არ მიეწოდება სასმელი წყალი; წვიამინ ამინდში ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ; ჭერზე ცელოფანი აქვთ აკრული; შუა ადგილას თოკზე პლასტმასის ბოთლია ჩამოკიდებული _ მას ნახვრეტი აქვს გაკეთებული და იქედან წყალი დიდ ქვაბში გროვდება, რომელსაც ჭურჭლის გასარეცხად ხმარობენ.
ლტოლვილები სახლის გადახურვას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან ითხოვენ. როგორც იქ მცხოვრებმა სოხუმიდან დევნილებმა “გურია ნიუსს” განუცხადეს, მინისტრი დავით დარახველიძე პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. თუმცა ჯერ-ჯერობით დახმარება არ ჩანს.
სანამ სამინისტრო დევნილების პრობლემას შეისწავლის “გურია ნიუსი” გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დევნილების გაუსაძლის პირობებზე.