და ამბობს, რომ ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნაში ეჭვი არ შეაქვს.
_ რა თქმა უნდა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა გეჯაძემ დააფიქსირა ცხვირის არეში დაზიანება, მაგრამ არ ვიცი, ეს რით იყო გამოწვეული. შეიძლება ხიდან ჩამოვარდა ან სხვა სახით მიიღო დაზიანება. ვერ ვიტყვი, რომ მიკერძოებას აქვს ადგილი, ამიტომ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ვენდობი შინაგან საქმეთა სამინისტროს, _ აცხადებს ზიზი ეძგვერაძე „გურია ნიუსთან“.
_ ქალბატონო ზიზი, შს სამინისტრო აცხადებს, რომ მას თქვენს მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია. სხვა რა შეიძლება გამხდარიყო მისი თვითმკვლელობის მიზეზი?
_ ეგ კითხვა მეც მაქვს. არ ვიცი, დავიჯერო, რომ მამუკამ მომატყუა ეს ყველაფერი? რატომ მომატყუა, რომ იყო ძალადობა იყო? რაში სჭირდებოდა ეს? მე მინდა, რომ გამოძიებამ ამ კითხვებზე გამცეს პასუხი და რაც მალე იქნება ეს, მით უკეთესი, იმიტომ რომ დავიტანჯე ამ კითხვებით. სხვა ვერსია არ მაქვს, არასოდეს მისთვის საეჭვო არაფერი შემინიშნავს და ვერ ვიტყვი, რომ მან ეს გადაწყვეტილება სხვა რამის გამო მიიღო.
_ საერთოდ მშვიდი ბუნების იყო თქვენი მეუღლე? სხვა დროს ხომ არ ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა?
_ ვინც მამუკას იცნობს ყველა იტყვის, რომ იყო აბსოლუტურად გაწონასწორებული, რბილი ხასიათის, ძალიან ოპტიმისტი. ყოველთვის მეუბნებოდა, მთავარია, ცოცხლები და ჯანმრთელები ვიყოთ და გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობსო.
_ დამოუკიდებელმა ექსპერტმა გარეგანი დათვალიერების დროს დაზიანება აღმოაჩინა. ეჭვქვეშ აყენებთ მის დასკვნას?
_ არა, არ ვაყენებ ეჭვქვეშ. ნამდვილად იყო დაზიანება, მაგრამ რადგან შინაგანმა ექსპერტმა დაადგინა, რომ არ იყო ძალადობის კვალი, ვფიქრობ, რომ არ იყო ძალადობა. მოკლედ, ვენდობი მე ამ დასკვნას. სხვა გზა და სხვა საფიქრალი არ მაქვს.
39 წლის მამუკა მიქაუტაძემ 5 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თავი ჩამოიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, ის შს მთავარ სამმართველოში მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამუკა მიქაუტაძის მეუღლე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობდა, რომ თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა და ფიქრობდა, რომ მისი მეუღლე სავარაუდოდ მოკლულია.