https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“აქტიურობის მხრივ, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ჩვენი ფრაქციაა,” _ აცხადებს “რეფორმატორების” თავმჯდომარე

18:07; 16.07.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ საკითხების გასარკვევად პერიოდულად ყველა ფრაქციას ვესტუმრებით, დღეს კი ფრაქცია “რეფორმატორების” თავმჯდომარეს, გელა თოფურიას ვესაუბრეთ.

_ ფრაქცია “რეფორმატორები” 2012 წელს შეიქმნა და ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო სხვა ფრაქციებთან შედარებით. პირველად ფრაქციაში 6 წევრი იყო, დღეისათვის კი 3 წევრისგან შედგება. რატომ დატოვეს ფრაქცია წევრებმა?

_ ფრაქციაში იყო 6 წევრი. საერთოდ, ფრაქცია იქმნება, როცა 3 წევრია. აქედან გამომდინარე, იყო იმის საშუალება, რომ საკრებულოში ყოფილიყო ორი ფრაქცია და ჩვენგან წასულმა დეპუტატებმა სხვა ფრაქცია შექმნეს. ეს მათი სურვილი იყო.

_ აბაშის საკრებულოში 6 ფრაქციაა და ახლა კიდევ ახალი ფრაქცია _ “რესპუბლიკელები” შეიქმნა. რაიმე საკითხის გადაწყვეტაში ასე მცირე წევრებით შეუძლია გადამწყვეტი სიტყვის თქმა თქვენს ფრაქციებს?

_ გააჩნია საკითხს. თუ არის ისეთი საკითხი, რომელიც მართლაც მოსაწონი და მისაღებია სხვა ფრაქციის წევრებისთვის, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ერთი დეპუტატის სიტყვაც გადამწყვეტი იყოს. თუ ფრაქცია წონიანია და აქვს იმის უნარი, რომ რაიმე საკითხი დასვას და გაიტანოს, წევრების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს ფრაქციაში ბადრი ქობალავა და გია ბიძიშვილი არიან. ორივე საკმაოდ ცნობადი სახეა და შეუძლებელია მათ რაიმე საკითხი ვინმემ თავზე მოახვიოს. ფრაქციის სხდომაზე ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ როცა ფრაქციის სახელით კეთდება განცხადება, იქ ყველა ერთ აზრზე ვართ და როცა ჩვენი არგუმენტები მყარია, საკითხის გატანაც არ ჭირს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიროვნებას არ აქვს უფლება თავისი აზრი დააფიქსიროს. ასე რომ, წევრების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით _ ციტირებას გავაკეთებ:” ფრაქციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ტრიბუნაა, საიდანაც გაჟღერებული ყოველი აქტუალური საკითხი მეტ დატვირთვას შეიძენს”.

_ დიახ. ნამდვილად ასეა.

_ მე მახსოვს ჩვენი წინა საუბრის დროს, თქვენ ისიც თქვით, რომ უმეტესად ფრაქციების ჩამოყალიბებას ფინანსური მიზანი აქვს. აბაშის საკრებულოში უკვე მეშვიდე ფრაქცია შეიქმნა, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ისინი არ გამოირჩევიან დიდი აქტიურობით, ზოგიერთი ფრაქცია არც ესწრება სხდომებს. ჩვენ ერთად ვნახეთ და გავაშუქეთ კიდეც, როცა კვორუმი არ შედგა და რა ძალისხმევა დასჭირდა აპარატის უფროსს, საკრებულოს წევრების საჭირო რაოდენობის მისაღწევად დეპუტატები რომ შეეგროვებინა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, სხვა ფრაქციების შექმნის მიზანი რა არის _ ტრიბუნა თუ ფინანსური დაინტერესება?

_ კი, ფინანსური დაინტერესებაც არის, მაგრამ მე სხვების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. ხელფასი აქვს მხოლოდ ფრაქციის თავმჯდომარეს და მერე მისი სურვილით წევრებსაც უნაწილებს. ჩემთვის ნამდვილად მთავარი იყო ტრიბუნა. ფრაქციის თავმჯდომარე იმავდროულად არის ბიუროს წევრი. სანამ საკრებულოს სხდომა ინიშნება, მანამ იმართება ბიუროს სხდომა, იქ მტკიცდება დღის წესრიგი, სხვადასხვა საკითხები და მე პირადად ამას აქტიურად ვიყენებ, სხვებზე ვერაფერს გეტყვით. მე არჩევნებამდეც მინდოდა ფრაქციის ჩამოყალიბება, მაგრამ მაშინ წარუმატებელი იყო ეს ნაბიჯი. არჩევნების მერე დემოკრატიის ხარისხმა იმატა, საკრებულოს წევრებს თავისუფლების უფრო მეტი განცდა შეექმნათ და შევქმენით ფრაქცია.

_ თქვენ დიდი ხანია ხართ საკრებულოს წევრი, სადაც ბევრი დეპუტატი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ილია გაბუნიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ რაიონში არავინ ყოფილა პარტიის წევრი, თქვენ თუ იცოდით ამის შესახებ და მაშინ როგორ იყვნენ ისინი საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობიდან”?

_ ეს შეიძლება _ კანონი ამას არ კრძალავს, შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ თავის სიაში ჩასვას პიროვნება, მაგრამ ის იყოს უპარტიო. არ შეიძლება ერთი პარტიის წევრი მოხვდეს მეორე პარტიის პარტიულ სიაში, უპარტიოს კი შეუძლია. მე ვიცი, რომ ამ საკრებულოში მაგათი პარტიიდან ბევრი გავიდა, მაგრამ არიან უპარტიოებიც. რაც შეეხება იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობას” რაიონში არ ჰყავდათ პარტიის წევრი, ეს მათი პრობლემაა, თუ ამათ ახლა ესირცხვილებათ აღიარონ, მოძრაობის წევრი ვიყავიო. ამას ნამდვილად მივესალმები.

_ რაიონის გაზეთი თქვენზე წერს: “გამოირჩევა მკვეთრი განცხადებებით და საკმაო პირდაპირობით”. მეც მახსოვს წინასაარჩევნო პერიოდში და ადრეც, თქვენ საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებდით სააკაშვილის წინააღმდეგ, გამოდიოდით მე-2 არხის პირდაპირი ეთერით და რაიონში არსებულ პრობლემატურ საკითხებს აჟღერებდით, მაგრამ ამ ბოლო ხანებში აბაშელების უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ თქვენ შეხვედით ადგილობრივ მთავრობასთან ალიანსში და თვალს ბევრ რამეზე ხუჭავთ. მთავარ საკითხად 2013 წელს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ასახელებენ და ამბობენ, რომ აბაშაში ნეპოტიზმმა მკვეთრად მოიკიდა ფეხი. ამ საკითხით არ დაინტერესებულხართ?

_ აქტიურობა არც ადრე მაკლდა და მით უმეტეს, არც ახლა მაკლია. რაც შეეხება ნეპოტიზმს, ჩემი პრობლემა არ არის, რომ ერთი პარტიის წევრი გადაბარგდება მეორე პარტიაში.

_ მაგას არ გეკითხებით, მე ნეპოტიზმზე მაქვს საუბარი, როცა თანამდებობის პირების ახლო ნათესავები ინიშნებიან ამ თანამდებობის პირის დაქვემდებარებულ უწყებებში. ხალხი ამბობს, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი ახალი შტატი დაარსდა, სადაც ხელმძღვანელი პირების ნათესავები და ახლო მეგობრები დასაქმდნენ.

_ სიმართლე გითხრათ, ამ საკითხით არ დავინტერესებულვარ და არ ვიცი, ვინ ვისი ნათესავია, პატარა რაიონში ნათესავები და მეგობრები რომ აღმოჩნდნენ, ეს ჩემთვის დასაშვებია. მთავარია, პროფესიონალი იყოს და ქმედებები არ იყოს კანონთან შეუსაბამობაში. მე პირადად ასეთი ფაქტები არ ვიცი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ადამიანებს ვუთხრა _ მოგვმართონ ჩვენს ფრაქციას და აუცილებლად მოვიკვლევთ. აქტიურობა ნამდვილად არ მაკლია, მაგრამ ავადმყოფურად კრიჭაში ჩავუდგე ვინმეს, არ გამოდის. რაც შეეხება იმ საკითხს, როცა გამგებლის არჩევნები იყო, ჩემი ფრაქციის ყველა წევრს ჰქონდა თავისუფლება და საკითხის ინდივიდუალურად გადაწყვეტის საშუალება.

_ ბატონო გელა, გამგებლის არჩევის საკითხს და ამ თემის გაგრძელებას _ სასამართლო პროცესებს, სირცხვილის კორიდორებს და მოთხოვნებს, ჩვენ აქტიურად ვაშუქებდით, ვწერდით სასამართლო პროცესზე თქვენს კომენტარებსაც და ახლა გამეორება გამოდის, თან არ მგონია მკითხველს უკვე ათასჯერ გადაღეჭილი თემა აინტერესებდეს. მოდით ამ საკითხს თავი დავანებოთ და იმ პრობლემებზე ვისაუბროთ, რაც რაიონის წინაშე დგას. წინასაარჩევნოდ თქვენ გქონდათ ბრიფინგი, რომლის თემა _ რაიონში პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის არარსებობა, დღესაც საკმაოდ აქტუალურია. რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მხრივ და როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება ახალი ხელისუფლების პერიოდში სასიკეთო ცვლილებები გახორციელდეს ამ მხრივ? და კიდევ ერთი საკმაოდ პრობლემატური საკითხი _ კეთილარის სამ სოფელს ერთი საბავშვო ბაღიც კი არ აქვს, საბავშვო ბაღი არ ყოფილა საკმაოდ დიდ სოფელ კვათანაშიც. რა ინფორმაციებს ფლობთ ამ საკითხებზე?

_ მოდით მივყვეთ თავიდან. მე არაერთხელ დამიყენებია პრობლემატური საკითხები, რომლებსაც სხვადასხვა მედიასაშუალებები აშუქებდნენ, იგივე ჰიბრიდული სიმინდის საკითხი. ხომ დადასტურდა, რომ ეს იყო პრეზიდენტის ახირება, რომელმაც არ გაამართლა და ხალხი დარჩა დაზარალებული? მეორე საკითხი, რომელზეც განგაში გვქონდა ატეხილი, იყო რაიონში წყალმომარაგების პრობლემა. მილიონ ხუთასი ათასი ლარი “წყალში ჩაიყარა” და რაიონის მოსახლეობა დღესაც ამ პრობლემის წინაშე დგას. ჩვენი დაწყებული იყო სამიქაო-მაედნის გზის გაკეთების მოთხოვნა, დათო გამყრელიძე რამდენჯერ ჩამოვიდა ამ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ მოსახლეობასთან და გაოცებული იყო, 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლებოდა ასეთი გზების არსებობა. პროფესიული სასწავლებლის აღდგენის მოთხოვნაც პირველებმა ჩვენ, “ახალმა მემარჯვენეებმა” დავაყენეთ, წინასაარჩევნოდ ბრიფინგიც ჩავატარე სასწავლებლის ყოფილ დირექტორთან აბიკო კუციასთან ერთად. როგორ შეიძლებოდა აგრარულ რაიონში გაეუქმებინათ ეს სასწავლებელი, როცა ნამდვილად ჰქონდათ საკმაოდ მაღალი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიცირებული პედაგოგები ჰყავდათ და ნამდვილად სჭირდება ჩვენს რაიონს მომზადებული და პროფესიონალური კადრები ამ კუთხით? კიდევ იყო დევნილთათვის აშენებული შენობების უხარისხობის საკითხის დაყენება. ამაში ჩართული იყო პარტიის მთელი კომიტეტი _ დათო გამყრელიძე, ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, ყველა მათგანი მუშაობდა ამ საკითხებზე და აჟღერებდა ჩვენი ხალხის პრობლემებს. უბრალოდ, ხალხს არ ესმის, რომ ოპოზიციას მოსთხოვოს გზის დაგება, ეს არის აბსურდი. ოპოზიციის საქმეა ატეხოს ხმაური და აიძულოს ხელისუფლება მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

_ გასაგებია, მაგრამ რეაგირება თუა ამ საკითხებზე? კონკრეტულად ის ნაბიჯები დავასახელოთ, რაც უნდა გადაიდგას, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს. დავიწყოთ საბავშვო ბაღების საკითხიდან. თუ შეიძლება, რომ გამგებლის დაქვემდებარებაში მყოფი სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს ამ ორი საბავშვო ბაღის ასაშენებლად თანხა და პირადად თქვენს ფრაქციას თუ შეუძლია დააყენოს ეს საკითხი?

_ საბავშვო ბაღებს რაც შეეხება, თუ კონტიგენტი არის სოფლებში, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ეს. უბრალოდ, წლის ბოლოს, როცა არის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, 15 ნოემბრიდან გადმოდის საკრებულოში დასამტკიცებლად ბიუჯეტი და ამ პერიოდში გვაქვს დრო, მოვიძიოთ პრობლემატური საკითხები და შევიტანოთ ბიუჯეტში. კიდევ გიმეორებთ _ თუ ამ სოფლებში არის სკოლამდელი ასაკის ბავშვების საკმარისი კონტიგენტი ბაღის გასახსნელად, არანაირ პრობლემას არ შეიქმნება.

_ თუმცა ჩვენ ეს პრობლემა გავაშუქეთ არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც, ასე რომ, მოძიებულიც იყო და სააშკარაოზე გამოტანილიც, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო ახალი ბიუჯეტის დამტკიცების ან მასში ცვლილებების შეტანის დროს ეს საკითხიც განხილულიყო?

_ მაშინ კოლექტიურად მიმართოს ხალხმა საკრებულოს თავმჯდომარეს ან გნებავთ ჩვენს ფრაქციას და ნამდვილად არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას. ყველა დაინტერესებულია ბავშვების ბედით და ბაღების გახსნა დასაქმებასაც შეუწყობს ხელს _ იქ ხომ მომუშავე პერსონალი იქნება საჭირო?! რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებელს, მართალია, შენობაში დევნილები ცხოვრობენ, მაგრამ პირველ სართულზე მაინც გამოინახება ფართი, პირველ ეტაპზე 50 ბავშვი რომ გადამზადდეს. ამას რაიონი ვერ წყვეტს, მთავარია განათლების სამინისტროს კეთილი ნება, თორემ რაიონის ხელმძღვანელობა თვითონაც დაინტერესებულია და დარწმუნებული ვარ, ხელსაც შეუწყობს ამ სასწავლებლის აღდგენას. ჩვენ მედიის დახმარებით ყველა დონეზე გავახმაურებთ ამ საკითხს, რადგან მართლაც რაიონისთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს.

უნდა გავხედოთ მომავალს, როცა ახალი მთავრობა ამხელა თანხას დებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, პროფესიონალებიც საჭიროა. კარგი არავის არ უნდა დაუკარგო, მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს პოლიტიკურ შეხედულებას. იყო რაღაც ნიუანსები სოფლის პროგრამაში, მაგრამ მთლიანობაში წარმატებული პროექტია. ამ ეტაპზე მთავარზე მთავარი თემა, და ეს გაჟღერებულ იქნა საკრებულოს ბოლო სხდომაზეც პირველი მაისის, სამიქაო-მაედენის თემის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების საკითხია. კატასტროფული სიტუაციაა ამ მხრივ ამ სოფლებში.

_ სხვათაშორის კეთილარშიც ასეა და არაერთხელ გაგვიჟღერებია ეს საკითხი ჩვენი მედიასახლის საშუალებით. ბატონო გელა, ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, თქვენ და სხვა ფრაქციების თავმჯდომარეებმა თქვით, რომ გამოცხადებულია ტენდერი და სულ მალე მოხდება ფრაქციების აღჭურვა სათანადო ტექნიკით. როგორც ვხედავ, არც ახლა გაქვთ ტექნიკა.

_ დღესაც იგივე მდგომარეობაა, საკრებულომ მიმართა გამგეობას, გამგეობამ უნდა მოიძიოს თანხები. ელემენტარულად 21-ე საუკუნეა და კომპიუტერი უნდა გქონდეს სამუშაო ოთახში?! ახლა შეგვპირდნენ, რომ მოაგვარებენ ამ საკითხს.

_ მაშინ ხომ ითქვა, ტენდერი გამოცხადებულიაო?

_ ხომ ხედავთ, თურმე, არ ყოფილა გამოცხადებული. ეს არ არის არც დიდ თანხებთან დაკავშირებული და დღის განმავლობაში არ უნდა გვიხდებოდეს სხვა ოთახებში ინფორმაციის მოსაძიებლად შესვლა.

_ რა საკითხებზე აპირებთ მუშაობას უახლოეს მომავალში?

_ იწყება სოფლის პროგრამა. ბუნებრივია, საკრებულოს რჩება რაღაც მაკონტროლებელი მექანიზმები და ჩვენ შევეცდებით, ვიყოთ მაქსიმალურად გამჭვირვალე ტენდერების ჩატარებაში. მთავარია ხარისხი. არ შეიძლება გზის ერთი და იგივე მონაკვეთი წელიწადში ორჯერ გაკეთდეს და სხვა _ არც ერთხელ. ამაზე ვიქნებით ორიენტირებულები. პირადად ჩვენი ფრაქცია დააყენებს ისეთ არგუმენტირებულ საკითხებს, რომ, არ მგონია, ეს საკითხები უგულვებელყოფილი იყოს. ღიაა სხდომები და ყველას შეუძლია ნახოს, რომ აქტიურობის მხრივ ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ჩვენი ფრაქციაა.

_ როგორც “ახალი მემარჯვენეების” რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების მანძილზე თქვენს გვერდით ისხდნენ სხდომათა დარბაზში “ნაციონალური მოძრაობიდან” , იყვნენ აქტიური მხარდამჭერები და დღეს სხვა პარტიებში არიან, ზოგიერთი მათგანი პარტიის თავმჯდომარეობას ითხოვს და ზოგი კი ახალ ფრაქციას ქმნის? რამდენად ახერხებთ მათთან კოჰაბიტაციურ რეჟიმში მუშაობას?

_ მე, მაგალითად მეამაყება, რომ ვარ “ახალი მემარჯვენე”, მაქვს ჩემი პრინციპები, ამოცანები, ვართ ძალიან მეგობრული და შეკრული პარტია. აქამდე 18 წელი ვიყავი ედპ-ში, გია ჭანტურიას გვერდით ვიბრძოდი პირველ საფეხურებზე. მიუხედავად იმისა, რომ წამოვედი იმ პარტიიდან, დღესაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს მათთან. მე არ მესმის, როგორ უნდა უარვყო და გავწირო პარტია, სადაც წლების განმავლობაში ვიყავი. მაგრამ ზევითაც ვთქვი, თუ ნაციონალებს რცხვენიათ მათი პარტიის უმსგავსო საქციელის და უნდათ გაერიდონ, ეს უკვე კარგია. კოჰაბიტაციას გააჩნია _ თუ ადამიანი კრიმინალია, თუ დამნაშავეა, მასთან კოჰაბიტაციას გამოვრიცხავ, მაგრამ იმ საღად მოაზროვნე ძალებთან, რომელმაც ციხის კადრების, სამალავების აღმოჩენის შემდეგ დაგმო ეს მოძრაობა, ოღონდ არა ისევ პირადი და სამსახურებრივი ინტერესების გამო, არამედ გულით, მათთან თანამშრომლობაც შეიძლება. იმათთან კი, რომლებიც დღესაც უტიფრად აცხადებენ, რომ ყველაფერი კარგად იყო და ისევ დაბრუნდებიან, მათთან დაუშვებელია კოჰაბიტაცია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გუნავას მხარდასაჭერად ონლაინ და წერილობითი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ახალშექმნილ ფრაქციას ახალგაუქმებული ფრაქციის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო