“ბაჩანა ახალაიას ბრალი ედებოდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორ ეპიზოდში ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენაში დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, აგრეთვე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის 2 ეპიზოდში, აქედან ერთი ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით , ხოლო მეორე ორი ან მეტი პირის მიმართ და წამება ჩადენილი თანამონაწილესთან ერთად. გიორგი კალანდაძეს ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი სოცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. ზურაბ შამათავას ბრალი ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდის ჩადენაში ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეირაცხყოფით. ალექსანდრე გორგაძეს ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა. მერაბ კიკაბიძეს ბრალი ედებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით. გაგა მკურნალიძეს, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილს ბრალად ედებოდათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა 50 სხდომა, რომელზეც განხორციელდა მტკიცებულებათა გამოკვლევა. მოწმის სახით დაიკითხა დაცვის 30 მოწმე და ბრალდების 93 მოწმე, აქედან 26 დაზარალებული. წაყენებულ ბრალადებებში არც ერთმა განსასჯელმა თავი დამნაშავედ არ სცნო. ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში ყველა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე , რომ ბრალდებულები გიორგი კალანდაძე, ბაჩანა ახალაია, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე , მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი გამართლდნენ ყველა ბრალდებაში”.
ბრალდებულებს გორგაძეს და შამათავას ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვალათ და სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ, თუმცა ამჟამად ეს მუხლები ამნისტირებულია და შესაბამისად ისინი სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდნენ.
შამათავას, კალანდაძეს და გორგაძეს განაჩენის აღსრულებიდან 6 თვის ვადაში უკან დაუბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი გირაო.