ოზურგეთში ათეულობით სახლია დატბორილი. ჩოხატაურში მდინარეებია ადიდებული და დატბორილია ყანები. მოსახლეობის ინფორმაციით, წყალმა ბაღები, ვენახები გაანადგურა; დახოცილია შინაური ფრინველი:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, შესაბამისი კომისია სოფლებში უკვე გასულია:
_ ამ ეტაპზე ვამოწმებთ წყალმა შეაღწია თუ არა სახლებში. კომისია უკვე მუშაობს. ვიცით, რომ დატბორილია ყანები და ამ მხრივ სერიოზულია ზიანია, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
ჩოხატაურში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს.