აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” ცსკო-ში დაუდასტურეს. როგორც გვითხრეს, ხარატიშვილის განცხადება უკვე გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს.
კითხვაზე _ რატომ დატოვა თანამდებობა ხარატიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გვპასუხობენ და აღნიშნავენ, რომ შესაბამისი განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთდება, რომელიც 15 საათზე დაიწყება.
თავად ხარატიშვილს ტელეფონი გამორთული აქვს.