https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რეპორტაჟი გაჭირვებული საქართველოდან

10:08; 14.08.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მონახულება რა ამბავი უნდა იყოს მეთქი, ვფიქრობ, თუმცა ვხვდები, რომ პრობლემა უსერიოზულესი იქნება და წასვლას ვარჩევ.

მივდივარ შეხვედრის ადგილას, სადაც ჟურნალისტებს საკრებულოს თანამშრომლები უნდა შეგვხვდნენ და თავად წაგვიყვანონ სოციალური საცხოვრისების მოსანახულებლად. ველოდები, რომ იქ დამხვდება კამერების ტყე და ჟურნალისტების დიდი ჯგუფი, როგორც თითქმის ყველა შეხვედრაზე, მაგრამ _ არა.

ცოტა ხნის დაგვიანების შემდეგ საკრებულოს თანამშრომლებიც მოდიან. მათი პიარი მეუბნება: ” დღეს დილით საკრებულოში შეხვედრები გვქონდა, გაგვაშუქეს და ჟურნალისტები აქ ვეღარ წამოვიდნენ, მარტო „პირველი არხი” მოვა, “სინქრონს აიღებს”. თქვენ გადაწყვიტეთ, წამოხვალთ თუ არა”.

მოვიდა პირველი არხი, “აიღო სინქრონი”. ჟურნალისტმა გაიგო, დიღმის სოციალური საცხოვრისი ახლოს რომ იყო “გუდვილთან”, სადაც ჩვენ შევხვდით, გადაწყვიტა “კადრების ასაღებად” მაინც წამოსულიყო და მეც მათ გავყევი.

დიღმის სოციალურ საცხოვრისთან მისულები, ვერც კი იფიქრებთ, რომ აქ გაჭირვებული ადამიანები ცხოვრობენ _ შვეიცარიის სახელმწიფოს დახმარებით აშენებული და გარემონტებული ეს ორი კორპუსი საცხოვრებლად საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

თუმცა სხვა ვითარებაა შიგნით…

უგაზოდ, უშუქოდ, უწყლოდ აგერ უკვე რვა თვეა, რაც 7 ოჯახი ცხოვრობს.

“ესენი ამ ფართებში უკანონოდ შეჭრილები არიან და მის დაკანონებას ითხოვენ”, _ მიჩურჩულებს ყურში საკრებულოს პიარი.

სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა საცხოვრისში არსებული პრობლემების მოგვარება საკრებულოს თავმჯდომარეს პირადად სთხოვეს. ირაკლი შიხიაშვილი ღია კარის დღეს ყოველ ხუთშაბათს მართავს და სწორედ მაშინ შეხვდა დიღმის სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს.

“როგორც დაგპირდით, მოვედი და თქვენს საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გავეცანი. ახლა სასწრაფოდ მომიგროვეთ თქვენი საბუთები, სახელი და გვარები და ჩვენ გადავამოწმებთ, ვის ეკუთვნის ამ საცხოვრებელში ცხოვრება და ვის არა და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

ვინაიდან ეს საცხოვრისი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, მასში მცხოვრები ადამიანები ინვესტორის მიერ გაწერილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. საცხოვრისი 28 ოჯახზეა გათვლილი, თუმცა, როგორც ირკვევა რამდენიმე ადამიანი უკანონოდ იკავებს ფართს და პრობლემებს უქმნის კანონიერ მფლობელებს.

ჩვენ შევისწავლით თითოეული მათგანის საკითხს და მივიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას. თბილისის საკრებულო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ქუჩაში”, _ განუცხადა ირაკლი შიხიაშვილმა სოციალურად დაუცველებს.

ყველა ოჯახმა ერთხმად აღნიშნა, რომ გაწერილ კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებს და ამ სახლში ცხოვრებას იმსახურებს. რაც შეეხება სხვა ბენეფიციარებს, რომლებზეც ეს საცხოვრებლები იყო გათვლილი, დიღმის სოციალური სახლის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ისეთები არიან სიაში შეყვანილი, რომელთაც ბინაც აქვთ და მანქანაც. მერია მათ ჰპირდებოდა, რომ ამ სახლებში აუცილებლად მოხვდებოდნენ და როცა მასობრივი შეჭრები დაიწყო, თვითონაც შემოვიდნენ, როგორც აცხადებენ, „მათი კუთვნილი ფართი” სხვას რომ არ დაეკავებინა.

იანვრიდან ცხოვრობენ სოციალურ საცხოვრისებში და მას შემდეგ არც წყალი, არც გაზი და არც შუქი უნახავთ. არა ერთი მიმართვის მიუხედავად მერიამ მათი სატკივარი ყურად არ იღო. ცხოვრობენ საწოლების, სკამების გარეშე. მეორე კორპუსი ცარიელია და იქაა განთავსებული აქ შემოსასახლებელი ოჯახებისთვის მაცივრები, საწოლები, საბნები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც შორიდან უყურებენ.

“ყურადღებას ჩვენ არავინ არ გვაქცევს, სომხეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი დადის ხოლმე ამ გზაზე. იმას შევეცოდეთ და შემოგვაწოდა საჩუქრები. გარეთ გასულ ბავშვებს პატრულმა მისცა ხან “კოკა-კოლა”, ხან რა და გვიხარია”, _ ამბობენ იქ მაცხოვრებლები.

იმის შესახებ თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რომ აქ ცხოვრების უფლება კანონიერად მოიპოვონ, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს მაკა გვარამიას ვკითხე, რომელიც სოციალურად დაუცველებთან ვითარების უკეთ შესასწავლად საკრებულოს თანამშრომლების წასვლის შემდეგ დარჩა:

“უნდა იყოს თბილისელი, მრავალშვილიანი ოჯახი, აუცილებლად უნდა ჰყავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ქულებს გააჩნია და კიდევ მრავალი კრიტერიუმია. ყველას საცხოვრისი შედარდება და აქედან გამომდინარე ირჩევა, ვის უფრო ეკუთვნის. სახელმწიფოს არ გააჩნია მსგავსი სოციალური პროექტების საცხოვრისები. ამგვარი რამ ფინანსდება საზღვარგარეთის არასამთავრობოების მიერ. ერთი მსგავსი საცხოვრისია ვარკეთილში. შვეიცარიის მხარემ გააკეთა და მეტი მსგავსი არ გვაქვს. იქაც 24 და აქაც 24 ბენეფიციარი შესახლდება. იმათი გადამოწმება, რამდენად კანონიერად შესახლდნენ იქ, არ მოხდა ჩვენ მიერ. მონიტორინგს ახორციელებს ისევ შვეიცარიის მხარე. თუ დაინახავენ, რომ რომელიმე ბენეფიციარი უკვე აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომ გავიდეს ამ საცხოვრისიდან და დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება, მაშინ სხვა ბენეფიციარით ჩაანაცვლებენ. ანუ ეს მათი მუდმივი საცხოვრებელი არ არის. პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, თუ ვთქვათ ადამიანი იშოვის სამსახურს, გაუჩნდება საკმარისი შემოსავალი, დატოვებს ამ საცხოვრისს”, _ აღნიშნა გვარამიამ.

“რაც შეეხებათ აქ მაცხოვრებლებს, თქვენ თვითონაც ხომ ხვდებით რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და როდის მოუწესრიგდეთ მათ საცხოვრებელი პირობები?”, _ ვეკითხები ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, რაზეც მაკა გვარამია მპასუხობს: “მალე!”

აგერ უკვე 8 თვეა, მძიმე პირობების „მალე” გაუმჯობესებას ელიან გაჭირვებული ადამიანები.

ყველას წასვლის შემდგე ვრჩები, რომ დეტალურად გამოვკითხო, ვის რა პრობლემა აწუხებს და ვისმენ მათ ისტორიებს. როდესაც ხედავენ ჩემს ემოციებს, ერთი ხუმრობით მეუბნება: “ჰა, დაგაყარა თუ არა ჩემმა ნათქვამმა ეკლები?”

სათითაოდ გთავაზობთ ამ ისტორიებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, “ეკლების დაყრის გარეშე” ვერც თქვენ წაიკითხავთ. . .

ლელა ხაჩიძე თავისი ისტორიით

“ჩვენ მერიაში შევიტანეთ განაცხადი. მათ კრიტერიუმებს თუ ვაკმაყოფილებდით, მოეცათ ფართი ჩვენთვის. რა თქმა უნდა ჩვენ ამ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებთ. რამდენიმეს, არა – ერთს და ორს. მამუკა ქაცარავას მოადგილემ გვითხრა, რომ გვეკუთვნოდა ეს საცხოვრისი. ჩვენც ველოდებოდით, როდის მოგვცემდნენ. მასობრივი შეჭრების დროს (ასე ეგონათ ბიძინა ყველას ბიზნესს დაურიგებდა, სადაც კარს ღიას ნახავდნენ, ყველგან შედიოდნენ), მოხდა ისე, რომ ქაცარავას, 24 ნოემბერს, სოციალურად დაუცველების აქციაზე მერიის წინ, მოუწოდებია ხალხისთვის: “ფეხები გრძელი გაქვთ, სირბილი იცითო და შედითო”.

ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ ამ საცხოვრებელშიც შემოვიდნენ. წარმოიდგინეთ ახლა, ჩვენ ველოდებით საცხოვრებელს და უცებ სხვა რომ შემოსულიყო. ჩვენც იძულებულები გავხდით შემოვსულიყავით, რადგან მერიისგან ვიყავით ინფორმირებული, რომ ჩვენ აუცილებლად დაგვაკმაყოფილებდნენ ფართებით.

8 თვის განმავლობაში ვცხოვრობთ აქ. ვუვლით, არც კარები შემოგვიმტვრევია და გასაღებებიც გვაქვს. ვინც ვერ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, 21 დღეში ყველა გაიქცა, ვერ გაუძლეს ვერც უგაზობას, ვერც უშუქობას და ვერც უწყლობას. დატოვეს საცხოვრისი და წავიდნენ. ჩვენ ვისაც გვეკუთვნოდა დავრჩით და ვუვლით აქაურობას.

მე ძალიან ეჭვი მეპარება, განა მაკას ნათქვამში (ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა გვარამია), არამედ იმაში, რომ შვეიცარიელმა ქველმოქმედმა მერიას მიუთითოს, ვის მისცეს და ვის არა ფართი. იმან ქველმოქმედება გააკეთა, გაჭირვებულების დონე შენ თვითონ შეაფასე და დააკმაყოფილე.

ჩვენ გვაქვს მერიის პრობლემა, რაზეც არ მივმართეთ, ხალხად არ გვთვლიან. “არც არანაირი სურვილი გვაქვს თქვენი დახმარების და არც არანაირი ვალდებულებაო”. ქაცარავას მოადგილე მამრიკიშვილმა ასე გვიპასუხა (სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა). რაღა შეიძლებოდა გვეთქვა ამ პიროვნებისთვის. მეორეც ერთი ისაა, ჩინოვნიკი, რომელიც ბეჭედს დაარტყამს ქაღალდს, მისგან წარმონათქვამი თუნდაც ერთი გაუმართავი სიტყვა ხალხისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი. აი, ამ დაუფიქრებელი სიტყვის (“ფეხები გრძელი გაქვთ, სირბილი იცითო და შედითო”) მსხვერპლი გავხდით ჩვენ და დაგვარღვევინეს კანონი, მაგრამ ჩვენ შემოჭრილები არ ვართ. ჩვენ შეგვეშინდა, რომ ჩვენი კუთვნილი ფართები სხვას არ დაეკავებინა და დავასწარით შემოსვლა”.

ნანა პაპოშვილი თავისი ისტორიით

“ოჯახში ვართ 5 სული. მე, 9 წლის ცერებრარული დამბლით ბავშვი, მარტოხელა დედა მისი 6 თვის ბავშვით და მისი უფროსი გოგონა. ვარ მარჩენალდაკარგული. ვერ ვმუშაობ, იმიტომ რომ ბავშვს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მიჭირს უზომოდ. მთელი ოჯახი ვართ ბავშვის პენსიაზე, რომელიც წინასწარ 5 თვის მაქვს აღებული. ახლა უკვე მომცეს სოციალური დახმარებაც.

იანვარში შემოვედი აქ, იმიტომ რომ აღმოვჩნდი ბინის გარეშე. ბინა გაიყიდა, მეპატრონემ გაყიდა, სადაც ვიყავი ქირით. მოგეხსენებათ ბავშვებთან ერთად რა რთულია ბინის ქირაობა და მერე ჩემი ცერებრალური დამბლის მქონე შვილით, მე ჩემი შვილის არ მრცხვენია. ჩემი შვილი ყველაზე უკეთესია ჩემთვის, მაგრამ ბევრისთვის ასე არ არის და არ მიშვებდნენ ბინაში. იძულებული გავხდი, აქ შემოვსულიყავი. ახლაც არ მესმის იმ წინააღმდეგობისა, რასაც მერია იჩენს. „თქვენ რატომ შეხვედითო”. პირიქით, ქუჩაში რომ არ ვგდივართ და ვმათხოვრობთ და დაკეტილ ბინაში შემოვედით, რა არის ამაში ცუდი? კიდეც რომ არ ვაკმაყოფილებდე კრიტერიუმებს, არ მყავდეს ასეთი შვილი, რა ქუჩაში უნდა დავრჩე და იქ ვიცხოვრო? რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ?! ღამით იატაკზე მიწევს ბავშვი, დღისით “კალიასკაზე” და იქით კორპუსში კიდევ საწოლები ტყუილად დგას. რომ ეთხოვებინათ ის ლეიბი, მოვიკიდებდი ზურზე? გავაფუჭებდი?

ჩვენ ვართ სოციალურად დაუცველები! ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები! ეს არის საქართველოს მიწა-წყალი, სადაც ააშენა შვეიცარიამ სამოწყალოდ ეს ბინები, ეს არ არის მერიის, არს ახალი მთავრობის გადასაწყვეტი, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და გვეკუთვნის ნორმალურ პირობებში ცხოვრება!

ნურავინ ნუ მოვა და ნუ მოგვთხოვს ამ ბინის დატოვებას, იმიტომ რომ ყველანი ვართ უსახლკაროები! მერე რა რომ მე ცოტა ადრე შემოვედი. ეს უნდა გაენაწილებინათ ნოემბერში. ან ახლა ეს სამართალია? რამდენი ჩემნაირი ელოდება აი, ამ ბინებს და მაგათი წყალობით 8 თვეა, ცარიელი დგას”.

მაკა ხომისური თავისი ისტორიით

“მყავს ხუთი შვილი. ვარ სოციალურად დაუცველი. ვცხოვრობდი ქირით. ოთხი წელი მპირდებოდა მერია, რომ აუცილებლად დამაკმაყოფილებდა და ვიქნებოდი ბინის მიღების კანდიდატი. უკვე რომ აღარ შემეძლო ქირით ცხოვრება, ისიც პრობლემაა, რომ 5 შვილით ვინმემ გაგაჩეროს, დავრჩი ქუჩაში, ასე ქუჩა-ქუჩა დავდიოდი 5 შვილით ხელში. ბოლოს მერიამ რომ მომიცილა თავიდან, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი შემოვედი აქ. აივნიდან შევაღწიე და ამიტომ კარის გასაღები არ მაქვს. ხუთი ბავშვი ასე აივანზე გადადის და გადმოდის. კარები არ გავტეხე და ვართ ასე დატუსაღებულები. ჩემს ერთ გოგონას დაბადებიდან აქვს თავის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე დამწვრობა მიიღო და ახლაც შეიძლება დასჭირდეს ოპერაცია. სასწრაფო ვერ შემოდიოდა სახლში, იმიტომ რომ კარს ვერ ვაღებდით. ბავშვმა ხელი მოიტეხა ამის გამო. სხვების პრობლემებს ისიც ემატება, რომ მე ასე დატუსაღებულს მიწევს ცხოვრება. რამდენჯერ არ მივმართე მერიას, რომ კარი უბრალოდ გაეღოთ. არ მინდა ის გასაღები. კარი გამიღონ და ეს 5 ბავშვი სახლში ყოველ შესვლა-გამოსვლაზე საფრთხის წინაშე არ მყავდეს”.

მაია ინასარიძე თავისი ისტორიით

„ოპერაცია მჭირდება, დაზღვევა კი მაქვს, მაგრამ ვერ ვიკეთებ ოპერაციას, რადგან ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია მესაჭიროება და ამის პირობები კი აქ არ არის. არანაირი სხვა საცხოვრებელი არ მაქვს. სამნი ვართ ოჯახში. ბავშვს სკოლაში ვერ ვატარებ, განვითარების პრობლემა აქვს. არც დასაქმებულები ვართ. დამავიწყდა რას ნიშნავს საწოლზე ძილი, ამდენი ხანია იატაკზე გვძინავს, საწოლებს როგორ შევეგუებით არ ვიცი. თქვენ თვითონაც ნახეთ, წყალს ბოთლებით როგორ ვათბობთ აივანზე. დასაბანად ასე ვაკეთებთ. წყალი შორიდან მოგვაქვს. ბავშვისთვის სიმძიმის აწევა არ შეიძლება, არც ჩემთვის, მაგრამ რა ვქნათ, როცა სხვა გზა არ არის”.

მარიამ მენაბდიშვილი თავისი ისტორიით

“უსახლკარო ვარ, სოციალურად დაუცველი. რაც სოციალური დახმარებები შემოვიდა, მის მერე ვარ სიაში. მაქვს უდაბლესი ქულები, ამჟამად 22 ათასი ქულა. მერიამ დააზიანა ჩემი ბინა დოდაშვილის 28-ში. მე არ უარვყოფ, რომ მაქვს მიწა, მაგრამ ჩემი ბინა საცხოვრებლად უვარგისია. მოვიდნენ ექსპერტები და შეამოწმეს თვითონაც. ჩვენ მივმართეთ მერიას, სამშენებლო მასალებით დაგვხმარებოდა, მაგრამ უშედეგოდ.

მე თვითონ ვარ „უსახლკარო დევნილთა და სოციალურად დაუცველთა კავშირის” თავმჯდომარე და ვეხმარები ჩემნაირ გაჭირვებულებს. არსებობს “ევროპის სოციალური ქარტია”, რომელზეც ჩვენს ქვეყანას 2005 წელს ხელი აქვს მოწერილი და აღებული ვალდებულებები. ქარტიის 30-ე და 31-მუხლებში მოცემულია, რომ სოციალური პრობლემების აღმოფხვრისთვის სახელმწიფო ნელ-ნელა უნდა ზრუნავდეს. ასევე სახელმწიფოს არ უნდა ჰყავდეს უსახლკარო. ჩემი ნდობით აღჭურვილი 27 ობიექტია. მე არ უარვყოფ, რომ აქციებს ვმართავდი და კიდევ გავმართავ ჩემს სოციალურად დაუცველებთან ერთად. 75 ათასი უსახლკარო სოციალურად დაუცველია, ეს არის ძალიან დიდი პროცენტი და მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს მთელი ცხრა წელი არაფერი არ უკეთებია. ჩვენ დღემდე კიდევ გვაქვს ბიძინას იმედი.

იმ ქარტიაში ასევე წერია, რომ ბავშვთა უფლებები არ უნდა დაირღვეს. აქ მცხოვრებ ოჯახთაგან ერთს ჰყავს 5 შვილი, გვყავს აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, რომლებიც სწავლას ვერ ახერხებენ. მათ არ აქვთ პირობები. თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, უარს ვიტყვით საქართველოს მოქალაქეობაზე, საელჩოშიც მაქვს მიმართვა შეტანილი და დავტოვებთ საქართველოს”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"რთველი 2013-ის" ორგანიზებულად ჩასატარებლად საკოორდინაციო შტაბი შეიქმნა

სამართლის ძიებაში განვლილი რვა წელი

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ან გაწმინდონ, ან მარილი დაყარონ” _ რა ხდება რიკოთის უღელტეხილზე

21:08; 30.12.2025
ფინანსები

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:16; 30.12.2025
სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

16:08; 30.12.2025
ფინანსები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა

15:30; 30.12.2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30.12.2025
სამართალი

“ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს” _ ივანე ჩხაიძე მშობლებს მიმართავს

13:42; 30.12.2025
სამართალი

ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

13:01; 30.12.2025
საზოგადოება

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

12:59; 30.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

11:45; 30.12.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა „სანამ ბიზნესს დაიწყებთ“ შექმნა

11:39; 30.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 იანვრამდე

11:01; 30.12.2025
საზოგადოება

თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა – უახლესი ინფორმაცია გზებზე დაწესებული აკრძალვების შესახებ

10:50; 30.12.2025
ზაფრანი

როგორ უნდა გაათავისუფლოთ სახლი ნეგატივისგან, ახალი წლის დადგომამდე   

10:36; 30.12.2025
ზაფრანი

იყავით ახალი წლის დედოფალი

10:35; 30.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო