https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩვენც ჩაგვთვალონ ადამიანებად”

3:05; 25.05.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოპოზიციონერი ხარო, ეუბნებიან, ამიტომ გვტოვებენ დახმარების გარეშე. გადაგვეკიდნენ და ჯიბრზე არ გვინიშნავენ”.

იშვიათია შემთხვევა, სოფელში ან ქალაქის ქუჩაში შეხვდე ისეთ ადამიანს, ვინც გეტყვის, მე არაფერი მიჭირს, არ მშია და არც პრობლემები მაქვსო. გამონაკლისი არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები მანანა გრიგოლიაა, რომელმაც “გურია ნიუსთან” თავის გასაჭირზე ბევრი ისაუბრა.

_ ოჯახში ოთხი სული ვართ, ჩემს მეუღლეს საწარმოო ტრავმა აქვს მიღებული. მყავს ორი შვილი, ერთი სკოლაში სწავლობს და წარჩინებული მოსწავლეა. ცხოვრების ძალიან ცუდი პირობები მაქვს, ჩვენი ყოველდღიური ყოფა უმძიმესი საოჯახო კრიზისია, მეტი არაფერი. ულუკმაპურობასთან ერთად, ფაქტობრივად, უსახლკარონიც ვართ, ჩვენი ძირითადი სამყოფელი ფაცხაა, სადაც არ იცხოვრება. ახლა სადაც ვცხოვრობთ, ის სახლი მოხუცებულმა დამიტოვა, რომელსაც ვუვლიდი. ნახეთ, რა მდგომარეობაა _ კიბე ჩანგრეულია, სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, ყოველი მხრიდან აწვიმს. ჩემმა მეუღლემ 1981 წელს საწარმოო ტრავმა მიიღო. მის გამო მოვლილი მაქვს თბილისი და ვიცი, რომ კანონით სოციალური დახმარება ჩვენს ოჯახს ეკუთვნის, მაგრამ ჩემი მეუღლე ცოტა სხვა აზრისაა ამ მთავრობაზე, ბევრი რამ არ მოსწონს, თან ამ აზრს ხმამაღლა გამოხატავს. ოპოზიცია ხარო, ეუბნებიან, ამიტომ გვტოვებენ დახმარების გარეშე. გადაგვეკიდნენ და ჯიბრზე არ გვინიშნავენ. წინასაარჩევნოდ აფიქსირებენ, ვინაა პოზიცია და ვინ _ ოპოზიცია. სადაური ოპოზიცია ვართ ჩვენ? უბრალო, მშრომელი ადამიანები თუ ხმამაღლა ვამბობთ ამ უსაშველო გასაჭირის შესახებ, პარტიული ნიშნის მატარებლები ვართ? ყველა პარტია მაგათთვის გვიჩუქნია, ჩვენ ელემენტარულ პირობებს და ლუკმაპურს ვითხოვთ. ეს ჩვენი ოჯახი არ არის, ვერც გადავიფორმეთ, ჩვენთან გამგეობაში დასურათებული სახით წარდგენილი გვაქვს. სამი წელი დავდიოდი, რომ რამე მოეცათ, ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობთ. ჩემი შვილი არის საუკეთესო მოსწავლე. მიხედვა ხომ უნდა? ფიზიკურად ვშრომობ, მეუღლე ინვალიდია, შრომისუუნარო. ამიტომ ოჯახს ვერ ვტოვებ. ასჯერ ვიფიქრე, წავალ თურქეთში სამუშაოდ-მეთქი და სახლში ბავშვები გადაირივნენ: _ დედი, არაფერი არ გვინდა, შიმშილობასაც ავიტანთ და ყველაფერს, ოღონდ არ წახვიდეო. სახლს რომ დატოვებს ოჯახის ქალი, რამდენი ნერვიულობა მოუწევს, ხომ გასაგებია? ისე ვმუშაობ ფიზიკურად. თუ სადმე ვნახე, თხილის და მანდარინის სეზონზე რაიმე სამუშაო, გავრბივარ. ასე ვახერხებ, რომ ელემენტარული სასწავლო ნივთები და წიგნები მაინც შევუძინო შვილს. ვარ 50 წლის, შრომისუნარიანი. გამგეობას მივმართე, გუბერნატორსაც, დამლაგებლად მაინც დამაწყებინეთ სადმე მუშაობა-მეთქი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ძალიან გვიჭირს თავის გატანა. ახლა მაინც ისეთ დღეში ვართ, ყანის თესვის დრო რომ არის, დახვნის არანაირი საშუალება არ გვაქვს. ჩვენი სოფლის გამგებელს უნდა ვთხოვო, იქნებ ნისიად დამიხნან.

როგორც ქალბატონმა მანანამ აღნიშნა, მათი სახნავ-სათესი ფართობი მდინარე ჩოლოქის სანაპიროსთან არის, 25 კილომეტრი მანძილის დაშორებით და ყველა საჭირო სამუშაოს ჩატარება მინიმუმ 200 ლარი ჯდება. ოჯახის შემოსავალი კი ინვალიდის პენსია _ 70 ლარია. ამდენი წლის განმავლობაში, როგორც თვითონ ამბობს, გია ტაკიძე დაეხმარა 250 ლარით. ასი წლის წინ დადგმული სახლი, რომელიც დარჩა იმ პიროვნების სიკვდილის შემდეგ, ვისაც უვლიდნენ, თითქმის ინგრევა. გარდაცვლილის პენსია 200 ლარის ოდენობით, “გაიყინა”, ვერ აიღეს.

_ 7 წლის მანძილზე ანასეულის ჩაის ფაბრიკაში ვმუშაობდი, შევინახე და კი წამართვეს მერე, მთავრობას ჩემი ვალი აქვს, _ ამბობს მანანა გრიგოლია, _ სამი წელი ვიწვალე, უსახლკაროების თანხა რომ ამეღო და წელს მომცეს. ზამთარი საშინლად გავიტანე, ახლა ვზივარ და ვდარდობ, რა მოვუხერხო ყანას, რით და როგორ დავხნა? რომ ვერ დავხნა, ზამთარში რა ვჭამოთ? ახალ წელს პური არ მქონდა, დამიჯერებთ? კიდევ კარგი ნისიად ვიშოვე. ვერიდები ნისიას, მაგრამ ჩემი მეუღლის პენსია რამდენად უნდა გაანაწილო, რომ სანისიოდ არ გამიხდეს საქმე?

სოციალური დახმარება რომ მიეღოთ, ქალბატონმა მანანამ სამჯერ შეიტანა განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა შედეგს ვერც ერთხელ ვერ მიაღწია, გასაჩივრების შემდეგ კი უფრო მაღალი ქულები მიანიჭეს.

_ რომ გავასაჩივრე, უფრო დავისაჯე, _ ამბობს მანანა გრიგოლია. იგი ლიხაურის პატრიოტად თვლის თავს და გაფუჭებული გზის აღდგენაზე ოცნებობს: _ ადრე პატარკაციშვილი იყო ჩამოსული აჭში და ასე უთქვამს, ამ სოფელს მე ვუპატრონებო, თუმცა არ დასცალდა, _ დასძინა მან.

ლიხაურელი ბებიების ოჯახს საყვედური ბევრის მიმართ დასცდა: _ ხალხი ბრბოა, დღეს ძირს გამოგითხრის და ხვალ შენი ფეხის ნაბანს დალევს. ჩვენი ოჯახი მასეთი არაა. მლიქვნელობას ვერ ვიტანთ და არც არავის ვეპირფერებით, _ ამბობენ ისინი, _ ჩვენი შვილები ყანაში და ჩაიში გავზარდეთ, ყველა გეტყვით, როგორი მშრომელი ოჯახი ვართ, მაგრამ ფინანსური შემოსავალი მაინც გვინდა. არცერთი პარტიის არ გვჯერა, არც ფულის გულისთვის მივემხრობით რომელიმეს, ზოგი რომ 20 ლარის გულისთვის სინდის-ნამუსს გაყიდის. ლაპარაკი პირდაპირ გვიყვარს და ხომ იცით, ასეთი ადამიანები არ უყვართ მედროვეებს. ყველამ იცის, რა ხდება არჩევნების დროს. ახლა დაეხმარონ ამ გაჭირვებულ ხალხს, გაგანია ხვნა-თესვისას რომ კაპიკი არ აქვს არავის. რა გააკეთეს სოფლის ფულით? გეცოდინებათ, ალბათ, 9000-ლარიანი ტუალეტი რომ გააკეთეს და მოსაცდელები. მითხარით, ახლა ამაზე რა აზრის ვიქნები? ეს მოსაცდელები ზამთარში მაინც არ ვარგა. აწვიმს ყველა მხრიდან.

_ საქონელს გარეთ ვერ დატოვებ, იპარავენ. ახლა ერთი თვე არ იქნება, რაც დათო გორდელაძის ოჯახი გაქურდეს. ვერაფერი გამოიძიეს, არ შეეძლო პოლიციას, ენახა ქურდები?

ადრე ყანებს მაინც თესავდნენ, მშრომელ გლეხს იმის შიში სად ჰქონდა, მშიერი მოვკვდებიო? არჩევნებზე აგიტალახებენ ჭიშკარს, დატკბებიან, გპირდებიან, მაგრამ ძაღლს ნაფოტით მეორეჯერ ვერ მოატყუებ. არ მომწონს ეს უსამართლობა, გლეხებს რომ ასე ექცევიან, თორემ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება გამგებელი ან გუბერნატორი? უბრალოდ, ჩვენც ჩაგვთვალონ ადამიანებად და სოფლისთვის გამოყოფილი ფული სოფლის ხალხს მოახმარონ და არა ისე, როგორც მათ სურთ, _ ამბობს მანანა გრიგოლია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის რწმუნებული დავით ცეცხლაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სოფელ ლიხაურში არა მარტო იაშა ბებიას ოჯახს უჭირს, არამედ ძალიან ბევრ ოჯახს ადგას შავი დღე და აქედან გამომდინარე, ეკუთვნის სოციალური დახმარება.

_ არა მარტო ეს ოჯახია ეკონომიკურად კრიზისულ მდგომარეობაში, სოფელში ძალიან ბევრს უჭირს, მით უმეტეს, ახლა, ხვნა-თესვის დროს. მე ვესაუბრე ქალბატონ მანანას, რომელიც დახმარებას ითხოვს ხვნა-თესვის ჩასატარებლად. მე შევთავაზე წინადადება, კრედო-ბანკის სესხით ან რომელიმე სხვა ბანკის სესხით ისარგებლოს, თუმცა არ აქვს პროცენტის გადახდის საშუალება. ერთი რამ შემიძლია: შეიძინოს საწვავი, ხოლო ტრაქტორისტს მე ვთხოვ, რომ ორი-სამი თვე ადროვოს გადასახადი თანხა.

_ ბატონო დავით, თქვენ შეგიძლიათ, შუამდგომლობა დააყენოთ სოციალურ სამსახურში ასეთ ოჯახებზე.

_ მე 15 დღეა, რაც დავინიშნე და აუცილებლად გავაკეთებ ამას. თუმცა წინა გამგებელმაც დააყენა შუამდგომლობა რამდენიმე ოჯახზე და ყურადღება არ მოუქცევიათ.

_ ქალბატონი მანანა “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ხელისუფლებაზე ხმამაღლა საუბრობს, რა მოსწონს და რა არა, ამის გამო, მისი თქმით, ხელისუფლება ჯიბრში უდგას.

_ ამას ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რადგან მსგავსი რამ არ შეიძლება მოხდეს.

_ ადასტურებთ თუ არა იმას, რომ თქვენ სოფელში ხშირი ქურდობებია, ახლახან გაქურდული გორდელაძის ოჯახის ქურდები ნაპოვნი არაა, რა არის ამის მიზეზი?

_ კი, ნამდვილად ასეა. სოფელში საქონლის ქურდობებია და საერთოდ, ძალიან გახშირდა ქურდობა. გორდელაძის ოჯახის ქურდებიც არ არის ნაპოვნი, თუმცა ბევრი რამ არ წაუღიათ. მიზეზებზე, არ ვიცი, რა გითხრათ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული ადამიანი ხელბორკილებდადებული მიწაზე გდია, უმრავლესობა კი სისხლიანია

სპეცრაზმელებმა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა დააკავეს

ყველა სიახლე

სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17.02.2026
სამართალი

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან – რა ახალ გარემოებაზე საუბრობს პროკურატურა

11:22; 17.02.2026
საზოგადოება

სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით – რა ცლილებებზე საუბრობს მინისტრი

11:07; 17.02.2026
საზოგადოება

2026-2027 სასწავლო წელს, პირველკლასელთა რეგისტრაციებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

10:39; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო