ამის შესახებ “გურია ნიუსს” ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირინე სახელაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, “საბიუჯეტო კანონმდებლობა ითვალისწინებს და არ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს, რომ წელიწადში ოთხჯერ: ახალ წელს, შობას, აღდგომას და მარიამობის დღესასწაულებზე თანამშრომლებს ფულადი პრემიები დაურიგდეთ. მისი განცხადებითვე, ის მხარს უჭერს მერის ამ გადაწყვეტილებას, რადგან პრემია ერთგვარ წამახალისებელ ფუნქციას ასრულებს თანამშრომლებისთვის: “იმ ადამიანებს რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას კარგად შეასრულებენ, არაა გამორიცხული, წასახალისებლად პრემიები ისევ მივცეთ,” _ განაცხადა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ირინე სახელაშვილმა.