პარტია ამ პოსტზე დავით დარჩიას განიხილავდა, თუმცა წარმოდგენილი კანდიდატის მიმართ შტაბში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა სდა უმეტესი ნაწილი დავით დარჩიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს.
ამ წუთებში, გურიის შტაბის ხელმძღვანელი გოჩა მეგრელიშვილი და შტაბის წევრები შეკრებილნი არიან ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის სახლში, სადაც კამათი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის წარადგენენ ამ პოსტზე, ჩატარდება თუ არა ეს სხდომა და მოხდება თუ არა შტაბის ხელმძღვანელის კანდიდატის განხილვა. “გურია ნიუსის” ჯგუფი ადგილზე იმყოფება და მოვლენების შესახებ ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას. ადგილზე შეკრებილები პრესასთან კომენტარს არ აკეთებენ. როგორც აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები “გურია ნიუსთან” აცხადებენ, განცხადება ამ მოვლენების შესახებ დღის ბოლოს გაკეთდება.