“თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას განცხადებით, ის ეთანხმება საკრებულოს წევრებს, რომ ქალაქის მერი სუსტი გამოდგა და მუშაობა ვერ შეძლო. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ვერ მოისმენს საყვედურებს მერის მიმართ იმ საკრებულოსგან, რომელსაც სისხლის სამართლის დამნაშავე მერები ჰყავდა და მათ კორუფციულ საქმიანობას “აპრავებდა“. წულაია აღნიშნავს, რომ კარგი იქნებოდა. დიმიტრი კოპალიანი უფრო რადიკალური ყოფილიყო თავის გადაწყვეტილებებში და სხვის ჭკუაზე არ ევლო.
“თავისუფალი საქართველო“ თავისუფალი საქართველოს“ ხელმძღვანელი ქუთაისის საკრებულოს წევრებს მოუწოდებს, თუ მათ დანაშაულის გამოსყიდვა და ხალხის ნდობის აღდგენა უნდათ, დროა, თვით ლიკვიდაცია გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და ხალხს უფლება მისცენ, ახალი საკრებულო აირჩიონ.





























































