შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მაყუჩით, “მაკაროვი”-ს სისტემის 31ცალი და “ბრაუნინგი”-ს ტიპის 21 საბრძოლო ვაზნა, “ერ-გე-დე-5”-ის და “ეფ-1”-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 5 მჩხვლეტავ-მჭრელი დასაკეცი დანა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).