მოძრაობის პრეზიდენტმა ამ შენობაში მცხოვრები ოჯახების პრობლემები მოისმინა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ არ აქვთ გაზი, სახლის დაბლა წყალია დამდგარი, რაც შენობას ავარიულს ხდის. მოსახლეობის თქმით, მათ ერთხელ ამოტუმბეს წყალი, ონკანიც შეაკეთეს, მაგრამ მერე ისევ გახსნა ვიღაცამ წყალი.
” ეს ყველაფერი ვიღაცას სჭირდება, რათა შემდეგ კორპუსი ავარიულად გამოცხადდეს და გაიყიდოს. ჩვენ ვიცით, რომ ამ შენობის გასხვისება და ჩვენი აქედან გამოყრა უნდათ. სად წავიდეთ? ყველას ბავშვები და მოხუცები გვყავს. ისედაც გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ და ღია ცის ქვეშ დარჩენა დაღუპვის ტოლფასი იქნება,” _ აცხადებენ დევნილები.
“საქართველოს არწივის” პრეზიდენტი, რომელიც ამ მოსახლეობის მსგავსად აფხაზეთიდან დევნილია, თანამემამულეებს გვერდით დგომას დაჰპირდა.
პრობლემის მოგვარებისთვის შემდეგი შეხვედრაც დაგეგმეს.
(R)





























































