“ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ რამდენიმედღიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცლხლსასროლი და ცივი იარაღი.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებებისგან.
პოლიცია მოტივირებულია 24-საათიან რეჟიმში დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს” _ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.