იაშვილის კლინიკის ექიმების ვარაუდი გამართლდა. “გურია ნიუსმა” კლინიკის თურქ მფლობელთან თექინ ატეკთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.
“ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, რამდენად კანონიერად იყო შეძენილი ეს ქონება. სანამ ოფიციალურად მოხდებოდა ჩვენი დაინტერესება ამ საკითხით, ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაციები იმ საავადმყოფოების ქსელიდან, რომელი საავადმყოფოც იყიდებოდა. რომელი აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნებს და რის გაკეთებაც თურქულ კომპანიას აინტერესებდა პერსპექტივაში. ჩვენ ყველაფერი კანონიერად გავაკეთეთ.
პირველივე დღიდან გვინდოდა შეხვედრა ამ საავადმყოფოში მომუშავე პერსონალთან, მაგრამ გამყიდველმა გვითხრა: სანამ არ გაიყიდება, არ არის საჭიროო. ჯერ მოვილაპარაკოთ, გადავწყვიტოთ და როდესაც გადაწყდება ეს საკითხი, ვისაც გინდათ იმას ელაპარაკეთო.” -აცხადებს “გურია ნიუსთან” თურქულ-გერმანული კომპანია “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის” ხელმძღვანელი თექინ ატეკი, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ამჟამინდელი მეპატრონეა.
“გურია ნიუსი” კითხვაზე, რა კავშირი აქვთ კომპანიას “არტესთან” თექინ ატეკმა განაცხადა: “პირველივე დღიდან დღემდე ვაცხადებ, რომ “არტესს,” რომელსაც თქვენ ასახელებთ, ჩვენ არ ვიცნობთ. ამის თაობაზე უკვე მეორედ ვიგებთ. წარმოდგენა არ მაქვს ვიზეა საუბარი.
ამ ქონების შეძენის პირველივე დღიდან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ამ ქონების მფლობელებთან. შევისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია, რა ხდებოდა, რა ბიუჯეტის მქონეა და მომგებიანი იყო თუ არა ჩვენთვის, როგორც მყიდველისთვის ეს ქონება. სანამ ამ საკითხს არ შევისწავლიდით, სამედიცინო პერსონალთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა. იქნებ, არ მოგვწონებოდა. მაშინ რაზე უნდა გველაპარაკა?!
მე ქართული არ ვიცი. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ტელევიზიით ვიგებ, “ავანტი”-ს ამ საავადმყოფოების მფლობელს. “ჰოსპიტალ გრუპს” რომელიც საავადმყოფოს ქსელია, როლის ხელმძღვანელია გია ნაცვლიშვილი და ზაზა კაპანაძე, როლისგანაც ჩვენ ვიყიდეთ, პრობლემები აქვთ სამართალდამცავებთანო. ჩვენი ადვოკატები გავუშვით, რათა გაგვერკვია რა ხდებოდა. გვითხრეს, რომ ეს არ ეხებოდა საავადმყოფოებს. ეს ეხებოდა სამშენებლო კომპანიას. “
_ საავადმყოფო რამდენად შეიძინეთ და გადახდილი გაქვთ თუ არა თანხა
_ გამომდინარე იქედან, რომ ეს თემა გახდა სადავო. რომ არ გაგრძლებულიყო ზედმეტი დავა სხვადასხვა მხრიდან, ჩვენ გადასახდელი თანხა ანგარიშზე გავყინეთ. 6 თვეა ველოდებით სასამართლოს გდაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადავუხადოთ თუ არა თანხა.
_ რა რა რაოდენობის თანხა გაქვთ გაყინული ანგარიშზე?
_ საუბარია 20 მილიონზე…