“დღევანდელი კანონმდებლობით, მთავარი პროკურორის გადაყენების საკითხს ხელს აწერს იუსტიციის მინისტრი და სთავაზობს პრეზიდენტს, რომ ამგვარი აზრი მომივიდა და მეთანხმები თუ არაო. აქედან გამომდინარე, მე აზრადაც არ მომსვლია, რომ ამგვარი წერილით მიმემართა საქართველოს პრეზიდენტისათვის. ყველა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანისთვის დგება ხოლმე საკითხი მთავარობის წევრის საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით. ყველა ჩვენგანისთვის დადგება ეს დრო, ნოემბერი იქნება ეს თუ დეკემბერი, მით უმეტეს, სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის ტოვებს პოლიტიკას და მთავრობას. როდესაც ის ამას განახორციელებს, დადგება ყველას შეფასების მომენტი და განკითხვის ჟამი. ეს შემეხება მე, ეს შეეხება მთავრ პროკურორს და ყველას,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამ წუთებში იუსტიციის მინისტრი ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჟურნალისტებს ხვდება.