https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ღვინის კომპანიები შეღავათიან სესხებს დადებითად აფასებენ

6:09; 9.09.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყვარელში რთველის დაწყებას 10 სექტემბრიდან ვარაუდობენ. რთველი კულმინაციას სექტემბრის შუა რიცხვებში მიაღწევს.

ღვინის მწარმოებელი კომპანიები ყურძნის ჩასაბარებლად მზად არიან. მათი განცხადებით, ამაში სახელმწიფოს მიერ “რთველი 2013”-ისთვის სპეციალურად გამოყოფილი 15%-იანი სესხები, საიდანაც 9%-ს თავად სახელმწიფო ფარავს, ძალიან დაეხმარებათ.

კომპანია “თბილღვინოს” დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი სახელმწიფოს მიერ ღვინის კომპანიების დასახმარებლად გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ შეღავათიანი სესხით აუცილებლად ისარგებლებს.

“ჩვენი კომპანიისთვის ეს კრედიტი მნიშვნელოვანია, რადგან რთველის პერიოდში, სექტემბერ-ოქტომბერში, ხდება მნიშვნელოვანი საკრედიტო ვალდებულებების აღება ბანკიდან იმისთვის, რომ მოხდეს ყურძნის შეძენა და მისი გადამუშავება. ეს თანხები არის ძალიან დიდი და მოკლე პერიოდში იხარჯება. ამ მხრივ სახელმწიფოს თანადაფინანსება, თანაც მთელი 9%-ით, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სუბსიდიებს, რომელიც ყურძნის ფასზეა დამოკიდებული, სახელმწიფოს აქვს ასეთი პირობა მეწარმეებისთვის: თუკი კომპანია 1 კგ რქაწითელისა და მწვანე ჯიშის ყურძენში გადაიხდის 1 ლარს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ 40 თეთრს დაუბრუნებს კომპანიებს. იგივე პრინციპია საფერავზეც; თუკი ამ ჯიშის ყურძენს კომპანია იყიდის 1 ლარად, სახელმწიფო მათ დაუბრუნებს 25 თეთრს. სუბსიდირების ეს პროგრამაც მისაღებია.

ისევ სესხის თანადაფინანსების პრინციპს მინდა დავუბრუნდე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული დახმარება კომპანიების, მათი ფინანსური მდგრადობისთვის; აქამდე სახელმწიფოს ამდაგვარი ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს”, _ ამბობს ზურაბ მარგველაშვილი.

ღვინის კომპანია “ტიფლისკი ვინნი პოგრების” წარმომადგენელი კობა კალავრიშვილი სახელმწიფოს დახმარებას დროულს უწოდებს და ამბობს, რომ შეღავათიანი სესხი საქმიანობაში ძალიან წაადგება. მისმა კომპანიამ ყურძნის ჩაბარება 30 აგვისტოს დაიწყო და 700 ტონამდე უკვე მიღებული აქვს. კალავრიშვილის თქმით, “ტიფლისკი ვინნი პოგრების” ძირითადი წარმოება თბილისშია. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში კი იჯარით აიღეს ქარხანა და ყურძნის ნაწილს იქ ამუშავებენ: “3500 ტონის შესყიდვაზე გვქონდა საკუთარი თანხები. ახლა შესყიდვები დავიმატეთ. ჩაგვერიცხება თანხა და გავზრდით შესყიდვებს 6 ათას ტონამდე. პროცედურულადაც არაფერი სირთულე არ ყოფილა _ სადღაც 2 დღეში დაგვიმტკიცეს სესხები. რაც შეეხება ფასს, ჩვენ ყურძენს შაქრის შემცველობის მიხედვით ვიბარებთ. 1 კილო ყურძნის ფასს 1 ლარს ვვარაუდობთ. თუ შაქრის შემცველობა მაღალი იქნება, კიდევ დავამატებთ თანხას. გასაღების ბაზრები გვაქვს უკრაინაში, ყაზახეთში, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში, პოლონეთში, გერმანიასა და კანადაში. სულ 11 ქვეყანაში გაგვაქვს. ახლა უკვე ამ რიცხვს რუსეთიც დაემატება _ სექტემბერში იქაც გავიტანთ. რუსეთის ბაზარი გაყიდვებში წაადგება კომპანიებს. ჩვენც იმიტომ ავიღეთ სესხი და დავიმატეთ ეს 2 ათასი ტონა, რომ გავიდეთ რუსეთის ბაზარზე”.

რუსეთში ღვინის ექსპორტი ივლისის ბოლოდან კომპანია “თბილღვინომაც” დაიწყო, თუმცა ექსპორტის რაოდენობის გაზრდას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

“რუსეთის ბაზარზე გასვლა მთელ რიგ პროცედურებთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა აქციზური მარკების მიღება. ჯერჯერობით სტატისტიკაზე ადრეა ლაპარაკი, იმიტომ, რომ გადატვირთვები მხოლოდ საწყისს ეტაპზეა. რუსეთის ბაზარი ღვინის მოხმარების თვალსაზრისით მზარდია. შესაბამისად, ქართული ღვინისთვის და არა მარტო ჩვენთვის, არამედ მსოფლიო ღვინის ექსპორტიორი კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თუკი გავითვალისწინებთ ქართული ღვინის მაღალ ცნობადობას რუსეთში, შესაბამისად, ქართული მეღვინეობისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება რუსულ ბაზარზე დაბრუნებას”, _ ამბობს მარგველაშვილი.

რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის კომპანიების დარუნებას, ასევე სახელმწიფოს დახმარების პროგრამას სხვა მეწარმეებიც მიესალმებიან, თუმცა ამ ეტაპზე სესხის აღებისგან ზოგიერთი თავს იკავებს.

“მომყავს ყურძენი და ღვინოსაც ვაწარმოებ. სესხებთან დაკავშირებით არ მქონია ინტერესი. ისე, დადებით შეფასებას ვაძლევ. ვისაც სჭირდება, მათთვის დიდი დახმარება იქნება. პირადად მე, ამ ეტაპზე კრედიტის აღებისგან თავს შევიკავებ. რუსული ბაზრის გახსნას კი მივესალმები და გამოვიყენებ ღვინის რეალიზაციისთვის“, _ ამბობს მეღვინე სერგო არჯევანიძე.

“რთველისთვის მზად ვართ. როგორც ყოველთვის, ხარისხიან და დაუზიანებელ ყურძენს ჩავიბარებთ. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვჭირდება სესხი და არც აგვიღია. ისე, ძალიან კარგია, სახელმწიფო რომ ეხმარება მეწარმეებს რთველის ჩატარებაში. რაც შეეხება რუსეთის ბაზრის გახსნას, გადასარევი ამბავია, რადგან ეს ქართული კომპანიებისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გასაღების ბაზარია”, _ აცხადებს ღვინის კომპანია “ასკანელი ძმების” დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე.

ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში კობა კობალაძე ამბობს, რომ ფინანსური დახმარება მეწარმეებს დიდ შეღავათებს მისცემს, მაგრამ ეს პროცესი ფრთხილად და პროფესიონალურად უნდა წარიმართოს.

“უნდა იყოს შედგენილი სერიოზული ბიზნეს გეგმები პროფესიონალების მიერ და არა ვითომ მენეჯმენტის მცოდნე ადამიანებისგან. სწორედ პროფესიონალურად უნდა გაიცეს ეს სესხები. ძალიან კარგად ვიცით ფაქტები, თუ რა პრობლემები შეექმნათ მეწარმეებს ბანკის სესხების გამო. ბევრმა დაკარგა არა მარტო თავისი საწარმოები, არამედ საცხოვრებელი სახლებიც კი. აუცილებელია დახმარება არამარტო სესხის გაცემაში, არამედ შემოწმებაში, ადგილობრივი პირობების ნახვაში, რამდენად შეუძლიათ მეწარმეებს ამ სესხის დაფარვა. არა იმიტომ რომ მეწარმეები წნეხში მოაქციონ, არამედ ახალ უბედურებას რომ არ გადაეყარონ, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია საქართველოში. აქ აუცილებელია პროფესიონალების ჩარევა, რომ არ გაიჭედონ წარმოებაში. შეღავათიანი კრედიტის გაცემა ძალიან კეთილი საქმეა, ასე განვითარდა ევროპა და აზიის მთელი რიგი ქვეყნები და აუცილებელია ნამდვილად”, _ აცხადებს კობალაძე.

რაც შეეხება უშუალოდ ფერმერებს, რთველთან დაკავშირებით იმედიანი მოლოდინები აქვთ.

“ჯერ ჩვენთან რთველი არ დაწყებულა. ჯერჯერობით ჩვენი ყურძენი მკვახეა. რთველი რომ დაიწყება, მერე დადგინდება ფასი. შარშან რქაწითელი 1 ლარად ჩავაბარეთ. იმის წინა წელს _ 60 თეთრად. ახლა ლარზე მეტის მოლოდინი გვაქვს. ამბობენ, 1 ლარი და 20 თეთრი, 1 ლარი და 30 თეთრი იქნებაო”, _ გვეუბნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მცხოვრები გიორგი ღვინიაშვილი.

ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნიკოლოზ ზუბიტაშვილის თქმით, ჯერ არც მათთან დაწყებულა რთველი: “შეიძლება, 10-ში დაიწყოს. გვეუბნებიან, რომ ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ გვექნება. ქარხნები უკვე გამზადებულია. ამბობენ, რომ კერძო კომპანიები უფრო მეტ ფასს მოგვცემენ. თელავში ლარი და 10 თეთრი იქნებაო. ყველას გვინდა დროულად დავკრიფოთ. აქვე გვაქვს სოფელში ქარხნები და გვირჩევნია აქვე ჩავაბაროთ. კერძო კომპანიები ცდილობენ, რომ ბევრი ჩაიბარონ; ასევე აქტიურობენ სახელმწიფო კომპანიებიც. ფასიც, რასაც ასახელებენ, ჩემთვის მისაღებია.”

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17 სექტემბერი, 2026

დიმიტრი შაშკინი: "ევრაზიული კავშირი ჩვენთვის დამოუკიდებლობის დასასრულს გულისხმობს"

ბიძინა ივანიშვილი: "ჩემი დიდი რწმენით, პრეზიდენტად მოვა მარგველაშვილი..."

ყველა სიახლე

საზოგადოება

I-II ხარისხის დაზიანებები: რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში და რა ელის შემოქმედის სკოლას

22:17; 17.09.2026
პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო