როგორც ამას საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პირდებოდა.
არსებული ინფორმაციით, რომელსაც სამინისტროშიც ადასტურებენ, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, წელს სკოლებში ის წიგნებიც დარიგდება, რომლებიც სოციალურად დაუცველმა მოსწავლეებმა წინა წლებში უფასოდ მიიღეს, გამოიყენეს და სკოლას დაუბრუნეს. წიგნების გადანაწილების დროს მოსწავლეს, შესაძლოა, გამოყენებული, მაგრამ კარგად მოვლილი სახელმძღვანელო შეხვდეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ასეთი სახელმძღვანელოები მაღალი ქულით არის შეფასებული და ძალიან მცირე რაოდენობით დარიგდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებისათვის წიგნების უფასოდ დარიგებაზე გადაწყვეტილება აპრილში მიიღო. მისი თქმით, სამინისტრო წიგნებს თავად დაბეჭდავდა და სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს სკოლაშივე დაახვედრებდა.