ერთ-ერთი მათგანი, მარინე დახუნდარიძე, მერის დიმიტრი კოპალიანის გადადგომამ გააღიზიანა და ამაში ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრი კახა ნემსიწვერიძე დაადანაშაულა. მან საკრებულოს წევრს, არც თუ ისე კორექტული სიტყვებით მიმართა და შეახსენა, რომ ქუთაისი მისთვის არავის უჩუქებია. მისი განცხადებით, სწორედ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” და მისმა ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ აიძულეს კოპალიანი, თანამდებობა დაეტოვებინა.
“შენ ვინ გაჩუქა ქუთაისი?! წადი და შენს ღორებს მიხედე!” _ ასე მიმართა მარინე დახუნდარიძემ ქუთაისი საკრებულოს წევრს კახა ნემსიწვერიძეს. რაზეც ნემსიწვერიძემ პასუხი არ გასცა, თუმცა, მისაღებში ჩასულმა, დაცვას ბრძანება მისცა, რომ მარინე დახუნდარიძე არასდროს შემოუშვან მერიის შენობაში. მისი თქმით ის ფსიქიურად ავადაა და ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენის გარეშე, მისი საჯარო დაწესებულებაში შესვლა უნდა აიკრძალოს.
მარინე დახუნდარიძე საკმაოდ ცნობილია მისი ხმაურიანი გამოსვლებით ქალაქის საკრებულოში. დახუნდარიძის კრიტიკის ძირითადი ობიექტები კი პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და მისი ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე არიან.