https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საპროცენტო განაკვეთი სახელმწიფომ უნდა გამოათავისუფლოს”

11:09; 14.09.2013
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

რას ფიქრობენ ბიზნესში ჩაბმული კომპანიების მმართველები, რა პრობლემების და გამოწვევების წინაშეა დღეს ქართული ბიზნესი, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ბიზნესის ხელშეწყობისთვის?

ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ სათამაშოების ბიზნესში ჩაბმულ კომპანია “სანსეტის” მფლობელს ვახტანგ ჟორდანიას გავესაუბრეთ.

_ სათამაშოების ბიზნესი საკმაოდ საყვარელი და საინტერესო ბიზნესია, მაგრამ ქართულ ბაზარს როგორ ერგება?

– ქართულ ბაზარზე მძიმე ვითარებაა და არა მარტო სათამაშოების ბიზნესისთვის, არამედ ზოგადად ბიზნესისთვის. ხალხს ფული არ აქვს, ვაჭრობაში ძალიან დიდი ვარდნაა, აქედან გამომდინარე ბრუნვებიც მცირდება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი ბიზნესი არის კრედიტის ქვეშ, კიდევ უფრო ბევრი ბიზნესია კერძო იპოთეკარების კრედიტის ქვეშ, სადაც საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო მაღალია, რაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ ხალხს ახრჩობს. ერთია, რომ წლიური 14% გაქვს ბანკში გადასახდელი და კრედიტი გაქვს, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იქ გადასახადია, იქ ოვერდრაფტია, იქ გადარიცხვაა, იქ შემდგომი მომსახურეობაა, 14% საბოლოო ჯამში გამოდის 30–36%, რაც საკმაოდ მაღალი გადასახადია. დიდია ასევე სახელმწიფოს მხრიდან გადასახადები, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესს არსაიდან ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს. მსხვილ ბიზნესს კი აქვს უნარი გადახდის, ისედაც ვითარდება და კიდევ უფრო მეტ წარმატებას აღწევს, ამიტომაც არის, რომ ერთ სფეროშია გადანაწილებული ეს თანხები და მცირე ბიზნესს საშუალება არ აქვს განვითარდეს.

– თქვენი, როგორც ბიზნესმენის ხედვით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყოს?

– პირველ რიგში ეს არის ის, რასაც პირდებოდა ხალხს მთავრობა _ საპროცენტო განაკვეთის შემცირება ბანკებთან მიმართებაში. შეიძლება რომელიმე ბანკს უნდა კიდეც პროცენტის დაგდება, მაგრამ იმდენად არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი, არ აძლევენ ერთმანეთს თუნდაც 1%-ით დაგდების საშუალებას. მე რომ ვიყო ახლა საბანკო სექტორში, გავაკეთებდი ამას. სიმართლე გითხრა, ადრე თუ გვიან ამას გავაკეთებ კიდეც.

– როგორ?

– ვეძებ უცხოელ პარტნიორებს, რომლებიც ინვესტიციებს განახორციელებენ საქართველოში. რამდენიმესთან მაქვს კიდეც კონტაქტი _ ეს არის სოლიდური მსხვილი ბანკები. ჯერ ყველაფერი მოლაპარაკების დონეზეა და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა, არის ახალი გარემოებებიც, სადაც გადაწყვეტილებები უკვე მიღებული მაქვს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საპროცენტო განაკვეთი სახელმწიფომ უნდა გამოათავისუფლოს. მე ასე გავაკეთებდი. მაგალითად ერთ ფაქტს საკუთარი გამოცდილებიდან მოგიყვანთ _ სათამაშოების ბიზნესს აქვს სეზონურობა. ახალი წლის პერიოდში არის კარგი გაყიდვები, მერე მცირდება, ზაფხულის პერიოდში იყიდება ზღვის ინვენტარები; სექტემბერში უფრო შემეცნებითი სათამაშოები გადის. ასე რომ, ყველაფერს უნდა ალღოს აღება და სეზონურად გადანაწილება, რომ ბრუნვები იყოს. ჩემი ბიზნესი არის ორიენტირებული ბრუნვებზე და არა თანხობრივ მოგებაზე.

– დღეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არამყიდველუნარიანია. როგორ ხდება თქვენს მიერ შეტანილი სათამაშოების ანგარიშსწორება _ მაღაზიებს არ უჭირთ გადახდა?

– აი, ესაა ძირეული პრობლემა. გვიწევს მაღაზიებში ერთთვიანი კონსიგნაციით შეტანა და ვერ იხდიან ფულს. იმ საბანკო პროცენტებზე და გადასახადებზე სწორედ იმიტომ ვლაპარაკობდი. ვალები ახრჩობთ მაღაზიების მეპატრონეებს. ბრუნვები უმცირდებათ. იმის გამო, რომ ბანკმა არ წაართვას, იძულებულია ჩემგან აიღოს სათამაშო, ვიღაცისგან წყალი აიღოს, ვიღაცისგან _ სასმელი აიღოს და იმითი გადაიხადოს. ასე იგროვებენ კომპანიებთან ვალებს. სამწუხაროდ ამას კანონი ვერანაირად ვერ არეგულირებს.

– რაში ხედავთ გამოსავალს?

– თუ ქვედა რგოლი არ განვითარდა, ვერც საშუალო ბიზნესი გაძლიერდება და ის საშუალო ვერ გახდება მსხვილი, ქვედა რგოლი კი ვერ გახდება საშუალო. დღევანდელი რეალობა ასეთია – გვაქვს მსხვილი ბიზნესი და მის ხელშია ყველაფერი მოქცეული. გარდა ამისა, რასაც იხდის საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი გადასახადს, იმავეს იხდის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელიც. რატომ უნდა იყოს ეს გადასახადი თანაბარი? დამწყები ბიზნესისთვის ეს არის საკმაოდ რთული. გამომდინარე იქიდან, რომ პირველად დაფინანსებას არ იძლევა ბანკი, ბიზნესის დაწყების მსურველი მიდის კერძო იპოთეკართან, დებს ბინას, რომელსაც აქვს საკმაოდ მაღალი პროცენტი. ესეც სასწრაფოდ არის დასარეგულირებელი. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით, არ შეიძლება ქვეყანა იქცეს მევახშედ. ბიზნესი დღეს საქართველოში არის მევახშეობა. მოსახლეობის ერთ ნაწილს აქვს მეორე ნაწილის ვალი.

– რაზეა ორიენტირებული ქართველი მყიდველი – ფასზე თუ ხარისხზე?

– საქართველოში ხარისხს ყურადღებას აქცევს დაახლოებით 5%, განსაკუთრებით, სათამაშოებში. მშობელი ფიქრობს, მაინც მალე გატეხავს ბავშვი სათამაშოს და ცდილობს, უფრო დაბალფასიანი იყიდოს.

– საქონლის იმპორტი ხომ საკმაოდ ძვირი გიჯდებათ? არ გიფიქრიათ საკუთარი სათამაშოების ფაბრიკა გააკეთოთ?

– რა თქმა უნდა, მიფიქრია და დიდი სურვილიც მაქვს. ვმუშაობთ ამ კუთხით, მით უმეტეს საქართველოში ამ ეტაპზე ასეთი წარმოება არ არსებობს. ჩემი მიდგომა ასეთია – მე მინდა წარმოება და არა მარტო სათამაშოების, რადგან წარმოება გამართავს ბიზნესსაც, წარმოებაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი და სიძლიერე.

– ახალ საწარმოს ახალი მუშახელი სჭირდება და ეს ხელს შეუწყობს დასაქმებას, რომლის პრობლემაც დღეს საკმაოდ მწვავედ დგას. თქვენს კომპანიაში რამდენი ადამიანია დასაქმებული?

– სამწუხაროდ ამ მხრივ დიდი დარტყმა მომაყენა ახალმა რეგულაციამ, რომელიც აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო.

– რომელ რეგულაციას გულისხმობთ?

– სიგარეტთან დაკავშირებით რომ შემოიღეს. არ არის ლაპარაკი იმაზე, იმუშავა თუ არა იმ რეგულაციამ. წარმოიდგინეთ, ასეთი რამ – ჩამოიტანეთ თქვენ რაღაც პროდუქტი, რომელიც საკვები პროდუქტია და გამოაცხადებენ, რომ მომწამვლელია. მეორე დღეს კი ამბობენ, რომ არ ყოფილა მომწამვლელი და იყიდეთო. ამან ხომ გააფუჭა უკვე ბიზნესი? ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც _ შემოიღეს რეგულაცია, აკრძალეს სათამაშოების, ტანსაცმლის და სიგარეტის ერთად გაყიდვა. გინახიათ სადმე სათამაშოების მაღაზია, სადაც სიგარეტი იყიდება? ან ტანსაცმლის მაღაზია, სადაც სიგარეტი იყიდება? რა თქმა უნდა, არა. თუ ამაზე იყო ეს აქცენტირებული, მაშინ კანონში უნდა ყოფილიყო გაწერილი. წარმოიდგინეთ მარკეტი, სადაც პროდუქტიც იყიდება, ტექნიკაც, დახლზე სიგარეტის გვერდით არის კანფეტები, საღეჭი რეზინები და ამ მარკეტში ერთ კუთხეშია სათამაშოებიც. თუ სიგარეტის გვერდით სათამაშო არ შეიძლება, მაშინ კანფეტი შეიძლება? ყველაფერი იყო ორაზროვნად. მიკავშირდებიან მაღაზიები და მეუბნებიან, გაიტანე სათამაშოებიო. ხვალ რომ პურის და სიგარეტის ერთად გაყიდვა აკრძალონ, მაღაზია სიგარეტს აირჩევს, რადგან, სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა მწეველია და პურის ყიდვას სიგარეტის ყიდვას არჩევს. სიგარეტს საკმაოდ დაბალი პროცენტი აქვს, სიგარეტის ბიზნესში დიდი გამოცდილება მაქვს _ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, როცა “ელიზში” დავიწყე მუშაობა. მაშინ ამ ფირმას არავინ იცნობდა, ასე რომ, ცარიელ სიტყვებს არ ვამბობ. რაც შეეხება ამ რეგულაციას, თუ სიგარეტს გაიტანდნენ მაღაზიებიდან და სპეციალურ ჯიხურებში გაიყიდებოდა, ამით სიგარეტის ბიზნესს არაფერი დაუშავდებოდა. პირიქით, უკეთესიც იქნებოდა _ დისტრიბუტორებსაც გაუადვილდებოდათ მიწოდება და საწვავიც ნაკლები დაიხარჯებოდა, შესაბამისად, თანხაც გამოთავისუფლდებოდა.

– ამ რეგულაციამ დასაქმებაზე გავლენა მოახდინა?

– რა თქმა უნდა, მაღაზიების ქსელს ვაფართოებდი, დისტრიბუტორები ავიყვანე, ვაფართოებდი იმპორტს და უცბად შეამცირეს ყველაფერი. დაერთო ამას ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიური სიტუაცია და ზაფხულის მკვდარი სეზონი. ამის გამო მომიხდა თანამშრომლების გაშვება სამსახურიდან. 30 თანამშრომელი მყავდა და 20-ზე ჩამოვიყვანე. არადა, მართლა ბევრი ადამიანის დასაქმების პერსპექტივა იყო. აი, ამ რეგულაციამ გამოიწვია ეს პრობლემა. მაგრამ სამომავლოდ მაღაზიების ქსელს მაინც გავაფართოებთ და ეს, რაღა თქმა უნდა, დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.

– რას ურჩევდით ახალგაზრდა ბიზნესმენებს?

– მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აპირებს ნულიდან დაწყებას, რომელსაც არ აქვს ფული და აქვს მხოლოდ იდეა _ მხოლოდ იდეით ბიზნესი არ იწყება, იდეას სჭირდება კაპიტალი. უნდა მოიძიო პარტნიორი, რომელიც საქმეში ჩადებს ფულს, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ აუცილებლად მოითხოვს ამ კაპიტალის გაკონტროლებას. ამ შემთხვევაშიც არის რისკი, რომ საბოლოოდ შეიძლება ეს ბიზნესი მის ხელში გადავიდეს. ჩემი პირველი და უმთავრესი რჩევა იქნება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ბიზნესი არ დაიწყონ კერძო იპოთეკარებთან ურთიერთობით. ბიზნესში მთავარია მოთმინება, გაძლების უნარი და არასდროს არ უნდა დაყარონ ფარხმალი. ყველაზე კარგია გაძლებისთვის და მოთმინებისთვის დრო, თუმცა ესეც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ არის, რომ ბევრი ბიზნესი იწყებს და მალევე კვდება, თუმცა, ბევრი ბიზნესი საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ალბათ, რაღაც წილი გამართლებაშიცაა. ჩემი გამოცდილებით ყველაზე მთავარი მენეჯმენტია – კადრების სწორად შერჩევა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11 სექტემბერი, 2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11 სექტემბერი, 2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:25; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

განათლებიდან შესაძლებლობებამდე – რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

14:20; 10 სექტემბერი, 2026
ფინანსები

აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები

13:28; 10 სექტემბერი, 2026

ქუთაისში საბავშვო ბაღების სიმცირეა

3 455 595 ლარი სტიქიის შედეგების მოსაგვარებლად

ყველა სიახლე

სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026
მსოფლიო

რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

10:59; 12.09.2026
სამართალი

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია – მზია ამაღლობელი

10:19; 12.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო