(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელ გოგონა მობურთალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ორმოცაძის თქმით, “გურია” ქუთაისის, ჭიათურის, და ქობულეთის გუნდებთან ერთად მორიგ ტურნირში მონაწილეობდა: _ ჩვენმა გუნდმა ბრწყინვალედ იასპარეზა, დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და თანაბარი ქულები დააგროვა ქობულეთის გუნდთან ერთად. ბურთების სხვაობა ქობულეთს უკეთესი აღმოაჩნდა და “გურია” მეორეს დასჯერდა. მთავარი ის არის, რომ გუნდმა აჩვენა ლამაზი, გააზრებული თამაში. საქართველოში “გურია” არის ერთ-ერთი უძლიერესი ქალთა გუნდი. მან ამ ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: გვანცა გუჯაბიძე, ანა კვაჭაძე, მაკა ქვარცხავა, ია ალელიშვილი, თამუნა თავდიშვილი, ანა რომანჩუკი, ნანა გოგუაძე, მარი გოგეშვილი, სოფო თავაძე, ცირა ბერიძე, თინიკო თოდუა, სალომე ცომაია, ანა ახალაია. საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა ანა რომანჩუკი, შეუდარებელი იყო გვანცა გუჯაბიძე _ იგი ახალგაზრდული ნაკრების წევრია. როგორც ყოველთვის, მაყურებელი განაცვიფრა ანა კვაჭაძის ოსტატობამ, ასევე კარგად წარმოჩნდნენ ია ალელიშვილი და თამუნა თავდიშვილი, _ გვითხრა ბატონმა ავთომ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved