საჭირო მასალა: ათი კგ გათლილი ვაშლი, ხუთი კგ შაქარი, ერთი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი.
მომზადება: ავიღოთ ათი კგ გათლილი და მოზრდილ კუბიკებად დაჭრილი ვაშლი. მოზრდილ ქვაბში ხუთ ფენად გავანაწილოთ და თითოეულ ფენაზე ჯერ შაქარი მოვაყაროთ, შემდეგ ძმარი მოვასხუროთ. ყოველივე ამის თანაბრად განაწილება ადვილად მოსახერხებელია. ასე გავაჩეროთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ დავდგათ დაბალი ტემპერატურის ცეცხლზე და ვაცალოთ, ჩაიფუფქოს, თან მოვურიოთ. როცა მზად იქნება, გადავიტანოთ ნახევარლიტრიან ან ლიტრიან ქილებში და გავუკეთოთ ათწუთიანი სტერილიზაცია.
გახსოვდეთ: არ გამოიყენოთ ვაშლის ძმარი, რადგან მისი მომზადებისას საფუარია გამოყენებული და პიურეს აამჟავებს.