გახსნას დაესწრებიან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი როი პლაკნეტი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
როგორც უკვე ცნობილია, შენობაში გათვალისწინებულია 17 ბინა, გარე ლანდშაფტი და სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. შენობა გათვილილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში ახალ, კომფორტულ ბინას 50-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი მიიღებს.
პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.



























































