მისი თქმით, ცხელ გულზე კანონის გამკაცრება არასწორი საქციელია და არ იქნება სწორი, თუ პარლამენტი ყველა გაბრაზებაზე კანონებს გაამკაცრებს.
“მე არ მგონია, რაც დღეს არსებობს, ის სანქცია ცოტა იყოს. აქ, უბრალოდ, ის პრობლემაა, რომ ყველა მცირეწლოვნები არიან და, აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. გამკაცრება კანონის ამ პრობლემას ვერ უშველის. მე ცხელ გულზე კანონის გამკაცრების მომხრე არ ვარ. რა თქმა უნდა, ეს მოსაწონი საქციელი არაა, მაგრამ რაზეც გაბრაზდება პარლამენტი, ყველაფერზე კანონი გაამკაცროს, არ იქნება სწორი.”
დეპუტატი უმცირესობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიტიკასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს ნაციონალების თვითკრიტიკაა, რადგან შსს-ში ჯერ ისევ მათი კადრები მუშაობენ.
“ეს თვითკრიტიკაა, იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უმცირესობის კადრებია ისევ. არსებითად, იქ არავინ შეცვლილა. ასე რომ, “ნაციონალური მოძრაობის” თვითკრიტიკას მივესალმები,” _ განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.