პრეზიდენტმა გიორგი კარბელაშვილს და ჰოლანდიელ არქიტექტორს, ფრანს ვანდურესს ბრწყინვალების ორდენები გადასცა. პროექტში მონაწილე 9 პირს კი ღირსების ორდენები.
_ ეს აეროპორტი ჩვენ დროზე მოვასწარით, ეს არის პროდუქტი აღმშენებლობის ეპოქისა, რომელიც შეცვალა ნგრევის ეპოქამ. ხვალ აპირებენ ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას. გააჩერეს ახალი თბილისის პროექტი, ლაზიკა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ახლა პარლამენტის გადატანას აპირებენ ხვალინდელი კენჭისყრით. იმისთვის, რომ ჰაერში აფრენილი ქუთაისი ერთი გასროლით ჩამოაგდონ. მე ვფიქრობ, ეს არ გამოვა. ეს აეროპორტი იმის სიმბოლოა, რომ ქუთაისს აქვს მომავალი, _ განაცხადა სააკაშვილმა.