თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრაზე მხარეებმა ქართული კონტინგენტის ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს ჩართვაზე ისაუბრეს.
“განხილვის უდიდესი დრო დაეთმო საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საქართველო 2014 წლის შემდეგაც გააგრძელებს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში წვლილის შეტანას” – განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამვარსკვლავიანი გენერლის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ ტრაიონის შეხვედრა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან.