ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონ და 2011 წლის ევროპის ჩემპიონ ლაშხთან ერთად, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში იბრძოლებს მედლისათვის, 21 სექტემბერს საქართველოს ნაკრების კიდევ 2 წევრი იჭიდავებს – გიორგი ცირეკიძე (84 კგ) და ვასილ იმერლიშვილი (96 კგ).
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო. 20 სექტემბერს ხალიჩა მხოლოდ 55 კილოგრამ წონითი კატეგორიაში მოჭიდავეებს დაეთმოთ და ეროვნული ნაკრების წევრი ბაჩანა ფუტკარაძე, სადებიუტო მსოფლიოს პირველობას მოუგებლად დაემშვიდობა – შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ეგვიპტელ ჰაითემ აჰმედ ფაჰმი მაჰმუდთან დამარცხდა.
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით მხოლოდ 1 მედალი აქვს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ბრინჯაოს პრიზიორი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა.