მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს საქართველოს სასარგებლოდ დადებითი შედეგები მოჰყვ. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ უმცირესობის კრიტიკა რეალობას არ შეესაბამება და აბაშიძე ყოფილი ხელისუფლების გაფუჭებული საქმეების მოგვარებას ამ მოლაპარაკებების ფორმატში ვერ შეძლებს. დეპუტატი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებით, გაცილებით მეტი შედეგი მიიღეს ვიდრე ამას ელოდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში არარეალისტური მიზნების დასახვა არასწორი იქნებოდა.
“აბაშიძე-კარასინის შეხვედრები შედეგებს იძლევა და შესაძლოა იმაზე მეტსაც, ვიდრე თავიდან გვქონდა ვიმედოვნებდით. ჩვენ არ უნდა დავტვირთოთ ეს ფორმატი არარეალისტური მოლოდინებით. ის, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა მნიშვნელოვანია. ამას ადასტურებს ჩვენი ღვინის კომპანიები, რომლებიც მომზადებულები შეხვდენენ რუსეთის ბაზარს.
ყოფილ ხელისუფლების მიერ, გაფუჭებულ საქმეს ვერ გამოასწორებს ეს ფორმატი. ურთულეს მდგომარეობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, ზურა აბაშიძე ახერხებს, რომ მიაღწიოს შედეგს”-განაცახდა დავით ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი განმარტავს, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხი აბაშიძის გადასაწყვეტი არ არის და ამ კუთხით კრიტიკა არასწორია. როგორც უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობას პირდაპირ დეკლარირებული აქვს, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია და ეს საკითხი, ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია.
“სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ კითხვები ზურა აბაშიძესთან არ უნდა იყო, რადგან ეს ოლიმპიური კომიტეტის პრეროგატივაა. საქართველოს ხელისუფლებას, პირდაპირ დეკლარირებული აქვს, რომ ის შესაძლებლად მიიჩნევს მონაწილეობას. როცა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები, თავად მიდიან ამ ოლიმპიადაზე და მონაწილეობენ, საქართველოს არ აქვს ის ძალა, რომ მისი პროტესტი მონაწილეობაზე უარის თქმით გაჟღერებული და ხმაურიანი იყოს. ასევე, საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისეთ მძიმე და რთულ მეზობელთან, რომელსაც შენი ტერიტორიების 20 % ოკუპირებული და ის ცალკე სხელმწიფოებად აქვს აღიარებული, არ უნდა დაუმატო საბაბი, ისედაც მავთულხლართებს ავლებენ”, _განაცხადა ბერძენიშვილმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილისთვის კი გაურკვეველია, რას ემსახურება რუსეთ-საქართელოს შორის დიალოგი. მისი განცხადებით ზურაბ აბაშიძემ ვერცერთ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ გასცა. მინაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ მოლაპარაკებებს ევროპისთვის საჩვენებლად აწარმოებს, რათა არ ჩაერიონ.
“არცერთ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. იმედგაცრუებამ მოლოდინს გადააჭარბა. მაშინ როცა ხდება ოკუპაციისა და აგრესიის გაგრძელება, ზურა აბაშიძე საუბრობს კულტურულ ურთიერთობებზე, ვაჭრობაზე. სინამდვილეში არავითარი ვაჭრობის აღდგენა არ მოხდება. გვახსოვს მოლდავეთის მაგალითი, უკრაინის მაგალითი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ დღეს რუსეთის მხრიდან ორივე მიმართულებით ემბარგოს დაწესება ხდება. რუსეთი ამას იყენებს დასავლეთთან სალაპარაკოდ, რომ ჩვენს შორის დიალოგია და თქვენი ჩარევა საჭირო არ არის. ჩემთვის გაუგებარია კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება ეს დიალოგი”,_ ამბობს მინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს პარლამენტში დეპუატატებს შეხვდა და მათ რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკების დეტალები გააცნო.